Thumbnail

კონფლიქტი პრეზიდენტთან! ჯენარო გატუზომ ფიორენტინა დატოვა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ჯენარო გატუზოს და ფიორენტინას ურთიერთობა დასრულდა
  • ის კლუბს სატრანსფერო გეგმებზე ვერ მოურიგდა

ჯენარო გატუზომ ფლორენციის ფიორენტინა დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ რინომ "ვიოლა" სულ რაღაც 3 კვირის წინ ჩაიბარა, კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და მისი წასვლა ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თანამშრომლობის შეწყვეტა გადაწყვიტეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიელი მწვრთნელი და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში, ფიორენტინას პრეზიდენტ როკო კომისოს სატრანსფერო გეგმებზე ვერ მოურიგდნენ, რამაც ვითარება დაძაბა და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ რინომ კლუბში ერთი თვეც ვერ იმუშავა.

"იები" უკვე ეძებენ გატუზოს შემცვლელს და ერთ-ერთ კანდიდატურად კლაუდიო რანიერი დასახელდა, რომელიც ფიორენტინაში 1993-1997 წლებში უკვე მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზომ ფიორენტინას მწვრთნელად 25 მაისს დაინიშნა. მანამდე ის ნაპოლის თავკაცის პოსტზე იყო დასაქმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები