Thumbnail

'ეს ძალიან მოულოდნელი იყო' - მესის საჩუქარი ნონა გაფრინდაშვილს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჭადრაკის ქართველმა ლეგენდამ არგენტინელი ვარსკვლავისგან მაისური მიიღო
  • ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და პირადად ლეო მესის ქომაგია

მსოფლიოს ხუთგის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფინდაშვილმა 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლიონელ მესისგან ავტოგრაფიანი მაისური მიიღო. იუბილარს საჩუქარი საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გადასცა.

ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა ჭადრაკის ქართველ ლეგენდას მაისური გამოუგზავნა, რომელსაც ესპანურენოვანი წარწერაც აქვს: "ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!".

'ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს'

“ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია... ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს – ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს” – განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.

ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და მესის ქომაგობს, რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო, სიურპრიზის მთავარი ინიციატორი კი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახლდათ.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები