Thumbnail

NBC Sports-თან ინტერვიუში ზაზა ფაჩულიამ განაცხადა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სტეფ კარიმ MVP-ის ტიტული ვერ მოიგო, გოლდენ სტეიტის არასაკმარისი მოგებებია სეზონში.

2020/21 წლების სეზონის MVP ნიკოლა იოკიჩი გახდა, გამოკითხვაში კარიზე წინ ფილადელფიას ჯოელ ემბიიდიც დაასახელეს, სტეფი კი მესამე ადგილზე გავიდა. 

ზაზა ფაჩულია: "ეს შედეგები კარგად აჩვენებს, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კლუბის წარმატებას. ასე არ არის? დარწმუნებული ვარ, ტოპ 5-ეულში რომ შევსულიყავით, სტეფი MVP გახდებოდა! ეს უბრალოდ ფაქტია, მას ხელი შეუშალა იმან თუ, როგორ წარუმატებლად დასრულდა გოლდენ სტეიტის სეზონი. ჩემი აზრით, ეს იყო ერთადერთი მიზეზი". 

შეგახსენებთ, რომ სტეფ კარი კარიერაში მეოთხედ დაასახელეს All-NBA-ის პირველ ხუთეულში. გოლდენ სტეიტმა დასავლეთ კონფერენცია მე-9 პოზიციაზე დაასრულა, შემდეგ კი პლეი ინში დამარცხდა. კარი საშუალოდ 32.0 ქულით ასოციაციის საუკეთესო მექულე გახდა. ზაზა ფაჩულია ორჯერ გახდა გოლდენ სტეიტის რიგებში NBA-ს ჩემპიონი. ახლა ის კლუბში საკალათბურთო და ბიზნეს ოპერაციების კონსულტანტად მუშაობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები