Thumbnail

'ქართველი და ჩეჩენი ძმები' - ქუთათელაძე, ჩიმაევი და მუსიკა 'მანდარინებიდან'

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

შერეული ორთაბრძოლების მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ხამზატ ჩიმაევთან ერთად არის გადაღებული. 

"ჩვენ ვართ ქართველი და ჩეჩენი ძმები", - აღნიშნავენ სპორტსმენები ვიდეოში, რომელშიც რეჟისორ ზაზა ურუშაძის მხატვრული ფილმიდან "მანდარინები" მუსიკა ისმის. 

ჩეჩნური წარმომავლობის მქონე შვედ ხამზატ ჩიმაევს, რომელსაც "ახალ ხაბიბადაც" მოიხსენიებენ, ამავე ქვეყანაში მცხოვრებ UFC-ის ქართველ მებრძოლთან დიდი ხნის ახლო მეგობრებული ურთიერთობა აკავშირებს. 27 წლის ჩიმაევის ანგარიშზე MMA-ში ჩატარებულ 9 ბრძოლა და ყველა მოგებაა, აქედან სამი გამარჯვება კი მებრძოლმა UFC-ში იზეიმა. ცნობილია, ჩიმაევი მომავალი ბრძოლისთვის აშშ-ში მოემზადება, რაშიც მას ქუთათელაძეც დაეხმარება.

29 წლის გურამ ქუთათელაძეს, რომელიც ოქტაგონზე შვედეთისა და საქართველოს სახელით გამოდის, MMA-ში 14 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 მოიგო (7 ნოკაუტით) და მხოლოდ 2 დათმო. ქართველ მებრძოლს UFC-ში დებიუტი შარშან ჰქონდა, როდესაც პოლონელ გამროტს აჯობა.

კომენტარები

ბოლო ამბები