Thumbnail

ოფიციალურად: სერხიო რამოსი მადრიდის რეალიდან წავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რეალმა სერხიო რამოსთან 16-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
  • ესპანელმა კაპიტანმა სამეფო გუნდში 22 ტიტული მოიგო

მადრიდის რეალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ 17 ივნისს რეალი სერხიო რამოსს დაემშვიდობება და ფეხბურთელის მიმართ პატივისცემას ამ ფორმით გამოხატავს. გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაესწრება, რის შემდეგაც სერხიო რამოსი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.

რეალს სერხიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, მაგრამ მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. რეალს ერთწლიანი კონტრაქტი და რამოსისთვის ხელფასის დაკლება სურდა, სერხიო კი 2-წლიან კონტრაქტსა და იმავე ხელფასს ითხოვდა.

სერხიო რამოსი მადრიდის რეალის ღირსებას 2005 წლიდან იცავს და მასთან ერთად 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 4-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯებული გახდა. ბოლო სეზონში ფეხბურთელმა კლუბის მაისურით 21 მატჩი ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები