Thumbnail
  • 📅 17 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ ნიდერლანდები V ავსტრია  | 📺 1 არხი
  • ავსტრიისთვის ერთი ქულაც მნიშვნელოვანი იქნება
  • ფოდას გუნდისთვის ეს ევრო უკვე ისტორიულია
  • ნიდერნალდებს შეუძლია, შემდეგი ეტაპის საგზური ბოლო ტურამდე გაიფორმოს
  • რას ვერჩით ნიდერლანდებს? როტერდამული გუნდი მაგარი პრესინგით
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა იცოდეთ

ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თამაში შემდეგ (ნიდერლანდები 3:2 უკრაინა), ფრანკ დე ბურის გუნდი ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა "იოჰან კრუიფ არენაზე" ჩატარდება, სადაც ავსტრია თავის ისტორიაში პირველად ითამაშებს.

კონტინენტის პირველობა ორივე გუნდისთვის კარგად დაიწყო. ნიდერლანდებმა მძიმე ბრძოლაში უკრაინას 3:2 მოუგო და პირველ ტურში 3 ქულაც აიღო. გამარჯვება მოახერხა ფრანკო ფოდას გუნდმაც, რომელმაც ტურნირის დებიუტანტი ჩრდილოეთ მაკედონია 3:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე, არსებობის ისტორიაში, პირველი შეხვედრა მოიგო. ორივე გუნდი მეორე ტურს 3 ქულით ხვდება და გამარჯვების შემთვევაში შემდეგი ეტაპის საგზურს ფაქტობრივად გაინაღდებენ.

ავსტრიის ნაკრების მთავარი მიზანი ამ შეხვედრაში ქულის მოპოვება იქნება, რომელიც ფოდას გუნდს ძალიან კარგ შანსს დაუტოვებს მერვედფინალში გასასვლელად. ბოლო ტურში ავსტრია უკრაინას შეხვდება, რომელიც, დიდი ალბათობით, ჩრდილოეთ მაკედონიას მოუგებს, ფრანკოს გუნდისთვის კი ნიდერლანდებთან აღებული ქულა დიდი უპირატესობა იქნება. დე ბურის გუნდს კი შეუძლია, საქმე არ გაირთულოს და ამ შეხვედრის მოგებით ბოლო ტურის წინ გაინაღდოს მერვედფინალის საგზური.

ვეგჰორსტი აღნიშნავს უკრაინის კარში გატანილ გოლს

ფრანკ დე ბური (ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელი): "ავსტრიის ნაკრები ბოლო წლებში კარგად ვითარდება. ალაბა და არნაუტოვიჩი ნაცნობი სახელებია - მნიშვნელოვანი მოთამაშეები და დიდი სახელები. ბევრი მათგანი გერმანიაში თამაშობს. მათი დამარცხება რთულია."

ფრანკო ფოდა (ავსტრიის მთავარი მწვრთნელი): "ერთი რამ ცხადია: ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ქულები მერვედფინალში გასასვლელად. ბიჭებმა პირველი მატჩი მოიგეს და ისტორია დაწერეს."       

დე ბურის გუნდი კარგ ფორმაშია. ნიდერნალდების ნაკრებმა ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა (შოტლანდიასთან) დანარჩენი კი მოიგო. ამ ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა. შედარებით არასტაბილურია ავსტრია. მაკედონიასთან მოპოვებულ გამარჯვებამდე გუნდს 3-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.

ნიდერლანდებისა და ავსტრიის საერთო საფეხბურთო ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. ეს ორი ნაკრები პირველად ერთმანეთს 1912 წლის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში დაუპირისპირდნა, სადაც ნიდერლანდელებმა 3:1 გაიმარჯვეს. საერთო ჯამში, ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 11-ჯერ შეხვდა - აქედან 7-ში გამარჯვება ნიდერლანდელებს დარჩათ, 2-ჯერ კი ავსტრიელებმა მოიგეს. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2016 წელს შეხვდნენ, სადაც ავსტრია 0:2 დამარცხდა.

დე ბურს საკადრო პრობლემა არ აქვს. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დე ლიხტის თამაში, თუმცა სავარაუდოდ იგი მოედანზე იქნება. არნაუტოვიჩმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩრდილომაკედონიელთა ალბანური წარმოშობის მცველ ეზგიან ალიოსკის- ამის გამო ის უეფამ 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და ნიდერლანდებთან ვერ ითამაშებს.  

საინტერესო ფაქტები

⚽ ავსტრიამ ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხებით ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

⚽ ეს გამარჯვება ავსტრიელებისთვის დიდ ტურნირზე 1990 წლის შემდეგ პირველი იყო. მაშინ, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მათ ამერიკის შეერთებული შტატები 2:1 დაამარცხეს.

⚽ ავსტრია "იოჰან კრუიფ არენაზე" პირველად ითამაშებს.

⚽ ფრანკ დე ბურის გუნდს 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

⚽ ნიდერლანდებს ავსტრიასთან ბოლო 6 მატჩია არ წაუგია.

⚽ "ნარინჯრისფრების" ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში მინიმუმ 3 გოლი გავიდა.

⚽ მემფის დეპაიმ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყველაზე მეტი ასისტი შეასრულა - 8.

⚽ ნიდერლანდელებმა იოჰან კრუიფ არენაზე ბოლო 20 მატჩიდან 8 მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს, 10 კი წააგეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ნიდერლანდები (3-5-2): სტეკელებურგი - დე ლიხტი, დე ვრეი, ბლინდი - დუმფრისი, დე როონი, ვეინალდუმი, ფ. დე იონგი, ვან აანჰოლტი - ვეგჰორსტი, დეპაი.

ავსტრია (3-5-2): ბახმანი - ლინჰარტი, ალაბა, ჰინტერეგერი - ლაინერი, ლაიმერი, შლაგერი, ზაბიტცერი, ულმერი - კალაიჯიჩი, ბაუმგარტნერი.

კომენტარები

ბოლო ამბები