Thumbnail

შორტი ორ ფერში - ბარსელონამ ახალი ფორმა წარმოადგინა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბარსელონას ახალ მაისურაზე სანტ-ჟორდის ჯვარია გამოსახული
  • კატალონიელების შორტს ტოტები განსხვავებული ფერის აქვს

ესპანურმა ბარსელონამ 2021/22 წლების სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა, რომელიც ამერიკული კომპანია Nike-ს მიერაა შექმნილი. ბარსას ფორმა ტრადიციულ ფერებშია, თუმცა რამდენიმე სიახლე მაინც არსებობს.

კატალონიელთა მაისურზე წლევანდელი ინოვაციასანტ-ჟორდის ჯვრის გამოჩენაა მარჯვენა ზედა კუთხეში. გამორჩეულია ასევე შორტის დიზაინიც, რომელიც ორ ფერშია წარმოდგენილი.

ბარსელონას ახალი ფორმები, როგორც ვაჟთა, ისე ქალთა გუნდის წევრებმა წარადგინეს და ორივე გუნდი მას ახალ სეზონში გამოიყენებს.

კომენტარები

ბოლო ამბები