Thumbnail

15 ივნისს, თბილისის დროით 14:00-ზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. ერთი დღით ადრე უეფამ გუნდები ჯგუფებში გადაანაწილა. საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისი განთესილთა შორისაა.

დინამო თბილისი მე-3 ჯგუფში მოხვდა, სადაც 4 განუთესავი კლუბია, რომელთაგანაც ერთ-ერთი საქართველოს ჩემპიონის მეტოქე გახდება. ესენია: შახტიორი (ბელარუსი), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), მაკაბი ჰაიფა (ისრაელი), ტეუტა (ალბანეთი).

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დინამოს არ გაუმართლა - განუთესავთა შორისაც შედარებით ძლიერი სავარაუდო მეტოქეები დარჩა. 

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 6-7 და 13-14 ივლისს ჩატარდება და თუკი დინამო თბილისმა წარმატებას მიაღწია, მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე (20-21 და 27-28 ივლისი) უკვე განუთესავთა შორის იქნება. სხვათა შორის, მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა უკვე 16 ივნისს გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები