Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა F ჯგუფში გაიმართება. გერმანიის ნაკრები პორტუგალიას უმასპინძლებს და ეს თამაში პირველ ტურში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. მატჩის წინ "სამფეროვანთა" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

სტარტისთვის ძალიან დიდი თამაშია, როგორც ჩვენთვის, ისე - გერმანელებისთვის, რადგან ორივე ევროპის ტოპ-ქვეყნების რიგში ვართ. ჩვენი მიზანია ორივე საჯარიმოში ძალიან ყურადღებით ვითამაშოთ, რადგან მატჩის ბედი სწორედ იქ გადაწყდება. პირველი თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა - გადამწყვეტი. ჩემს განკარგულებში 26-ვე ფეხბურთელი იმყოფება", - თქვა დეშამმა.

ფრანგ სპეციალისტს გერმანიის ნაკრების შემტევ ტრიოზე ჰკითხეს. დიდიემ თომას მიულერის, სერჟ გნაბრისა და კაი ჰავერტცის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა: "ისინი ინდივიდუალურად მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და მოედანზე ფიქსირებული პოზიცია არცერთს არ აქვს. ჰავერტცი მთელს მოედანზე დარბის, გნაბრის შეუძლია უკან ჩასვლა და სიღრმიდან თამაში. მათ სხვა მოთამაშეებიც ჰყავთ, მაგალითად ვერნერი ან სანე სხვადასხვა პროფილებით. ჩვენ ვიცნობთ ამ ფეხბურთელებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი გავლენა თამაშზე შევზღუდოთ“.

შეგახსენებთ, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრების მატჩი 15 ივნისს, მიუნხენში "ალიანს არენაზე" გაიმართება. F ჯგუფში მათ გარდა, პორტუგალიისა და უნგრეთის ნაკრებები არიან, რომლებიც პირველ ტურში ბუდაპეშტში შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები