Thumbnail

კონფერენსლიგა | ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები დაზუსტდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

15 ივნისს თბილისის დროით 15:30-ზე უეფას ახალი საკლუბო ტურნირის, კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაა. სამი ქართული კლუბი: დინამო ბათუმი, დილა და გაგრა განუთესავები არიან. უეფამ წილისყრამდე ერთი დღით ადრე კლუბები რეგიონული პრინციპით ჯგუფებში გადაანაწილა, შესაბამისად, ქართული კლუბების მეტოქეები დაზუსტდა. 

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო ბათუმი მე-3 ჯგუფში მოხვდა, სადაც განთესილთაგან არიან მარიბორი (სლოვენია), პარტიზანი (ალბანეთი), შკუპი (ჩრდილოეთ მაკედონია) და ტრე პენე (სან მარინო). ბათუმელთა მეტოქე ამ 4 კლუბიდან ერთ-ერთი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მონაწილეთა შორის სლოვენიულ მარიბორს ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს და ეს კლუბი ობიექტურადაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. 

გორის დილა მე-4 ჯგუფშია, სადაც განთესილები არიან: სარაევო (ბოსნია/ჰერცეგოვინა), კუპს (ფინეთი), ლაჩი (ალბანეთი), ჟილინა (სლოვენია). 

გაგრა მე-6 ჯგუფშია, საქართველოს თასის მფლობელის სავარაუდო მეტოქეები არიან: ფეჰერვარი (უნგრეთი), სუტიესკა (მონტენეგრო), პეტროკუბი (რუმინეთი), შიროკი ბრიეგი (ბოსნია/ჰერცეგოვინა). 

უეფას კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო წრის მატჩები 8 და 15 ივლისს გაიმართება.     

კომენტარები

ბოლო ამბები