Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს 20 ბურთით მოუგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველო 36:16 აზერბაიჯანი
  • ქართველი ხელბურთელები 15 ივნისს მოლდოვას ეთამაშებიან

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშება, რომელსაც 14-19 ივნისს თბილისი მასპინძლობს.

ქართველი ხელბურთელები ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაში მეზობელ აზერბაიჯანს გაეჯიბრნენ და 20 ბურთის სხვაობით – 36:16 დაამარცხეს. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 18:7 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი, სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა.

საქართველოს ნაკრების ჩათვლით, ტურნირის მოსაგებად ევროპის 6 განვითარებადი ნაკრები იბრძვის, საუკეთესო სამეული კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე გადავა.

ქართველ ხელბურთელებს ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთი თამაში აქვთ, 15 ივნისს, მოლდოვასთან, მეორე სამეული კი კვიპროსმა, ანდორამ და ბულგარეთმა დააკომპლექტეს. დღესვე კვიპროსი ბულგარეთს გაეჯიბრა და 29:23 სძლია. 18 ივნისს ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალებში ითამაშებენ, ფინალი კი 19 ივნისს ჩატარდება.

🤾‍♂️ საქართველომ აზერბაიჯანი 36-16 დაამარცხა 🇬🇪

Posted by საქართველოს ხელბურთის ფედერაცია • Georgian Handball Federation on Monday, June 14, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები