Thumbnail
  • მარკო არნაუტოვიჩმა გოლის ემოციურად აღნიშვნისთვის მოიბოდიშა
  • ავსტრიელი ფეხბურთელის თავდასხმის ობიექტი ეზგიან ალიოსკი იყო

ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელ მარკო არნაუტოვიჩს ჩრდილოეთ მაკედონიასთან გოლის ემოციურად აღნიშვნის გამო, ბოდიშის მოხდა მოუწია. მან მეტოქის კარი 89-ე წუთზე დალაშქრა და ეს ამბავი ძალიან გაბრაზებულმა იზეიმა.

არნაუტოვიჩმა შეურაცხყოფა მიაყენა ჩრდილომაკედონიელთა ალბანური წარმოშობის მცველ ეზგიან ალიოსკის. თამაშის დასრულების მერე მარკომ ალიოსკისთან და გორან პანდევთანაც ისაუბრა, მათ ყველაფერი განუმარტა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

"გუშინდელი მატჩში ემოციების გამო ზედმეტი სიტყვები წარმოვთქვი და ამისთვის მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო. განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიიდან და ალბანეთიდან არიან. მე რასისტი არ ვარ. თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს მეგობრები და მხარს ვუჭერ მრავალფეროვნებას. ეს ყველამ იცის, ვინც მე მიცნობს".

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია შტეფან ლაინერის, მიხაელ გრეგორიტშისა და მარკო არნაუტოვიჩის გოლებით 3:1 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები