Thumbnail

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში 2 ქართველი მოჭიდავე გავიდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თამაზ სულამანიძე და თორნიკე სამხარაძე ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ
  • პირველი დღის თავზე, ქართულ დელეგაციას 1 ბრინჯაოს აღების შანსიც აქვს

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრები თამაზ სულამანიძე (55 კგ.) და თორნიკე სამხარაძე (80 კგ.) ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და ხვალ ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

სულამანიძემ გზიდან თურქი აბდულა ტოპრაკი (6:5), უნგრელი ბალაშ რაჩი (10:0), უკრაინელი კირილო სკორიკი (14:2) და ბელარუსი ჰერბერტ აკაპიანი (13:5) ჩამოიცილა, გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი სომეხ ანდრანიკ ავეტისიანს გაეჯიბრება. სამხარაძემ ფრანგი ედუან კოეცეე (4:0), სომეხი ნარეკ გრიგორიანი (6:5) და აზერბაიჯანელი სატარხან ალაჰვერდილი (6:0) დაამარცხა და ოქროს მედლისთვის უკრაინელ ოლეკსანდრ მამროშს დაუპირისპირდება.

ხვალვე ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ექნებ გიორგი გოგრიჭიანს (65 კგ.), რომელმაც უკრაინელ სერჰიი კოსტიშინს (7:4), აზერბაიჯანელ უმიდ მამადოვსა (5:4) და ბელარუს ივან ტურიჰინს (12:5) აჯობა, რასაც ნახევარფინალში რუს მარატ ფაძაევთან მარცხი (0:10) მოჰყვა. მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში გოგრიჭიანის მეტოქე რეპეშაჟის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება.

სამწუხაროდ, მედლებისთვის ვეღარ იბრძოლებენ რეზო მარსაგიშვილი (48 კგ.) და გიგა შავაძე (110 კგ.). 15 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრების კიდევ 5 წევრი ჩაებმება: ლაშა გოგაძე (45 კგ.), ნიკოლოზ ბეშიძე (51 კგ.), გიორგი აბულაშვილი (60 კგ.), გიორგი ნათობიძე (71 კგ.) და თამაზ ნიკოლეიშვილი (92 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები