Thumbnail

სანკტ-პეტერბურგში ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბელგიამ ძალიან იოლად მოუგო მასპინძელ რუსეთის ნაკრებს, გოლები რომელუ ლუკაკუმ (დუბლი) და თომა მონიემ გაიტანეს - 3:0. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მილანის ინტერის ფორვარდი დაასახელეს. 

რომელუ ლუკაკუ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

რობერტო მარტინესი (ბელგიის ნაკრების მწვრთნელი): "რუსეთის ნაკრებს მოკლე დროში სამჯერ ვეთამაშეთ. მათმა მწვრთნელმა ერთხელ 4 მცველი დაგვიპირისპირა, ორჯერ - 5. ასე რომ, ორივე ვარიანტისთვის მოვემზადეთ. სიურპრიზი არ ყოფილა. რუსეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმაციით თამაშობს ის, მათ ჰყავთ ძიუბა. ის კი ფიზიკურად ძალიან ძლიერია. მისი წყალობით, გოლოვინის დარი ფეხბურთელები უკეთ თამაშობენ. 
ტიმოტი კასტანისთვის სამწუხაროდ, ევრო 2020 დასრულებულია, ხოლო ვერტონგენის ტრავმა ასეთი სერიოზული არ არის".

რომელუ ლუკაკუ: "პირველ ტაიმში ბრწყინვალედ ვითამაშეთ. ბევრი საგოლე შანსი შევქმენით, მაგრამ მეორე ტაიმში ცოტა სიზუსტე გვაკლდა. შეცდომები დავუშვით და თუ უფრო შორს გვინდა გავაღწიოთ, ისინი შემდეგ მატჩებში უნდა გამოვასწოროთ. საბოლო ჯამში, კარგი სტარტი გამოვიდა, ჯგუფიდან გასვლის საკითხი დიდწილად გადაწყვეტილია". 

სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთის ნაკრების მწვრთნელი): "შედეგი სამართლიანია. შესაძლოა, ასეთი ანგარიში არ ყოფილიყო, რომ არა ჩვენი სულელური შეცდომები. ოთხჯერ ვეთამაშეთ ბოლო ხანებში და ერთხელაც ვერ მოვუგეთ მათ". 

კომენტარები

ბოლო ამბები