Thumbnail

მას მერე, რაც ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის მატჩში დანიასა და ფინეთს შორის, კინაღამ ტრაგედია დატრიალდა - კრისტიან ერიკსენს კოლაფსი მოუვიდა, სერიოზული ინციდენტი მოხდა სანკტ-პეტერბურგშიც - რუსეთისა და ბელგიის ნაკრებების მატჩის პირველ ტაიმში ბელგიის ნაკრებისა და ლესტერ სიტის მცველი ტიმოტი კასტანი მეტოქეს შეეჯახა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო.

სამწუხაროდ, საქმე სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს - ექიმები შიშობენ, რომ კასტანმა თვალის ბუდე დაიზიანა, ძვალი შესაძლოა, გატეხილია. კასტანმა თამაში ვერ გააგრძელა მის ნაცვლად შესულმა თომა მონიემ კი რუსეთის ნაკრების კარში ბელგიელთა მე-2 გოლი გაიტანა. შეხვედრა კი ბელგიის ნაკრებმა რომელუ ლუკაკუს დუბლის წყალობით დიდი ანგარიშით, 3:0 მოიგო. 

📺 ბელგია v რუსეთი [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები