Thumbnail
  • დენვერ ნაგეთსი 102:116 ფინიქს სანსი
  • ფინიქსი სერიას 3-0-ს იგებს და ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
  • ნაგეთსის ცენტრმა ცუდად ისროლა, მაგრამ მიანც საუკეთესო იყო

ფინიქს სანსმა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის მესამე შეხვედრაც მოუგო დენვერ ნაგეთსს და სერიაში ანგარიში 3-0 გახადა. სტუმრებმა სტარტზევე მოახერხეს ანგარიშში დაწინანურება და ფინიქსს შანსი მატჩის ბოლომდე აღარ მისცეს. 

გამარჯვებულთა შორის საუკეთესოები დევინ ბუკერი (28 ქულა), კრის პოლი (27 ქულა, 8 პასი) და ჯეი კრაუდერი (14 ქულა) იყვნენ. ორმაგი დუბლი კი დეანდრე ეიტონმა შეასრულა - 10 ქულა, 15 მოხსნა.

დევინ ბუკერსა და კრის პოლს კონფერენციის ფინალამდე მოგება აშორებთ

ნაგეთსიდან სუპერშედეგიანი ნიკოლა იოკიჩი იყო, რომელმაც თამაში სამმაგი დუბლით დაასრულა - 32 ქულა, 20 მოხსნა, 10 პასი. მასპინძელთა რიგებში ასევე გამოირჩნენ მონტე მორისი (21 ქულა) და მაიკლ პორტერი (15 ქულა). 

ფინიქსთან შესრულებული სამმაგი დუბლის წყალობით, ნიკილა იოკიჩი გასული საუკუნის ლეგენდებს: ქარიმ აბდულ ჯაბარსა (1970 წელი) და უილტ ჩემბერლენს (1967) გაუტოლდა და NBA-ს ისტორიაში მესამე კალათბურთელი გახდა, რომელიც პლეი ოფში 30/20/10 სტატისტიკით გამოირჩა. ამას გარდა, ნაგეთსის 26 წლის სერბის 20 მოხსნა ფრანშიზის ისტორიაში პლეი ოფის საუკეთესო შედეგია. 

ამ ყველაფრის მიუხედავად, იოკიჩმა, რომელმაც თამაშიდან შესრულებული 29 სოლიდან მხოლოდ 13 ჩააგდო (6-იდან 1 სამქულიანი), მატჩის შემდეგ გუნდის დამარცხებაში თავი დაიდანაშაულა. 

"ვფიქრობ, საქმე გაგვიიოლდება, თუ უფრო ზუსტად ვისვრი. ვუთხარი ბიჭებს, რომ დამნაშავე ვარ. მართლაც მჭირდება მომატება. დეანდრე ეიტონმა ნამდვილად კარგად იმუშავა, მაგრამ მაინც, მე მივეცი რამდენიმე სროლის მარტივად შესრულების შესაძლებლობა. ძალიან მონდომებული ვიყავი, არ მსურდა წაგება. ვცილობდი, ყველაფერი გამეღო, რაც გამაჩნია" ,- თქვა სერბმა, რომელიც ახლახან NBA-ს სეზონის MVP-ად დაასახელეს, ჯილდო კი ამ თამაშის წინ გადასცეს. 

📺 ნაგეთსი V სანსი

დენვერ ნაგეთსისა და ფინიქს სანსის სერიის მეოთხე დაპირისპირება 14 ივნისს გაიმართება. მატჩს კვლავაც დენვერი უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინიქსი დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები