Thumbnail

5-წლიანი კონტრაქტი, წლიური 7 მილიონი - საინტერესო შეთავაზება რამოსს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის კაპიტანი შესაძლოა იმ კლუბში დაბრუნდეს, რომლის აღზრდილიცაა
  • სევილია 35 წლის ფეხბურთელს საკმაოდ საინტერესო პირობებს სთავაზობს

მადრიდის რეალის მცველი და კაპიტანი სერხიო რამოსი, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება თვის ბოლოს ოფიციალურად უმთავრდება, შესაძლოა სევილიაში დაბრუნდეს. 

ესპანური მედიის ინფორმაციით, ანდალუსიელებმა თავიანთ აღზრდილს ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის თანახმად, სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამას გარდა, მოლაპარეკების შემთხვევაში, 35 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, შესაძლოა კლუბში თანამდებობაც მიიღოს.  

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერხიომ, რომელიც დიდი ხანი ვერ ახერხებდა მადრიდულ კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას, რეალის პირობებზე დათანხმების სურვილი გამოხატა, თუმცა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მიიჩნია, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივება უკვე დაგვიანებულია.

ლუის ენრიკემ სერხიო რამოსი ევრო 2020-ზე არ წაიყვანა

სერხიო რამოსი მადრიდის რეალში 2005 წელს, სწორედ სევილიადან 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

გასულ სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა კლუბის ღირსება 21 მატჩში დაიცვა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები