Thumbnail

10 ივნისს, MMA-ში საქართველოს ჩემპიონატის (GFC) მესამე, ფინალური ტურის ორთაბრძოლები გაიმართა და საქართველოს ჩემპიონებისა და ქამრების მფლობელების ვინაობა გაირკვა. ფინალურ ტურში 18-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. სულ 9 ბრძოლა შედგა - 4 Undercard-ში, 5 კი - სატიტულო, ქამრებისთვის.

შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟი ევროპაბეთისა და პოპსპორტის ფეისბუქის გვერდებზე, ასევე პოპსპორტის იუთუბის არხზე მიმდინარეობდა.

ქამრის მფლობელები

🥇 93 კგ: სოსლან გასიევი (MMA Club Telavi)
🥇 66 კგ: ლუკა გიორგაძე (მემეტე)
🥇 70 კგ: ნიკა აბრამიშვილი (ვეფხისტყაოსანი)
🥇 77 კგ: ლუკა ბრეგვაძე (ვეფხისტყაოსანი)
🥇 61 კგ: ოთარი თანზილოვი (GURAM FIGHT CLUB)

ბრძოლების შემდეგ, შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი კაბულაშვილმა კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრები მაღალ დონეზე ჩატარდა და ამისთვის ტურნირის გენერალურ სპონსორს, ევროპაბეთს მადლობა გადაუხადა.

გიორგი კაბულაშვილი (შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი)
"ჩვენი ფედერაციისთვის, პირადად ყველა ქართველი სპორტსმენისთვის, ორგანიზაციისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. მხარში დგომისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გენერალურ სპონსპორს, ევროპაბეთს. კომპანიამ ამ სპორტის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. სანამ ევროპაბეთი ჩვენი სპონსორი გახდებოდა, სიმართლე გითხრათ, ვერაფერს ვაკეთებდით. ახლა მაქსიმალურად გვეხმარებიან და ეს მნიშვნელოვანია ამ სპორტისთვის და ჩვენი ფედერაციისთვის. ჩვენც, შეძლებისდაგვარად ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა პოპულარული იყოს და განვითარდეს."

📺 ვიდეო: მთლიანი ივენთი და ყველა ბრძოლა სრულად

კომენტარები

ბოლო ამბები