Thumbnail
  • შვედეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
  • ოფიციალურად: იანე ანდერსონმა ზლატან იბრაჰიმოვიჩზე უარი თქვა

მსოფლიოს ჩემპიონატზე გასამგზავრებელი გუნდის შემადგენლობა შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმაც გამოაქვეყნა. სხვებისგან განსხვავებით, სკანდინავიელთა თავკაცმა პირდაპირ 23-კაციანი სია გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შვედეთის ღირსებას მუნდიალზე ზუსტად ეს 23 ფეხბურთელი დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის ჩემპიონატში არცერთი მათგანი არ თამაშობს. რაც ყველაზე საინტერესოა, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში არ ბრუნდება და მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს - ანდერსონის სიაში მისი გვარი არ წერია. სამაგიეროდ, ნაკრებშია 31 წლის თავდამსხმელი მარკუს ბერგი, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ალ აინის ღირსებას იცავს.

შვედეთის ნაკრების ლიდერი ემილ ფორსბერგია (N 10)

შვედეთის ნაკრები, რომელმაც პლეი ოფში იტალია დაამარცხა, მუნდიალზე F ჯგუფში, გერმანიასთან, მექსიკასთან და სამხრეთ კორეასთან ერთად ითამაშებს. გუნდის საბოლოო შემადგენლობა ასე გამოიყურება: 

მეკარეები: რობინ ოლსენი (კოპენჰაგენი), კარლ-იოჰან იონსონი (გენგამი), კრისტოფერ ნორდფელდტი (სუონსი).

მცველები: მიკაელ ლუსტიგი (სელტიკი), ანდრეას გრანკვისტი (კრასნოდარი), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი), ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი), ემილ კრაფტი, ფილიპ ჰელანდერი (ორივე ბოლონია), პონტუს იანსონი (ლიდსი), მარტინ ოლსონი (სუონსი).

ნახევარმცველები: ვიკტორ კლაესონი (კრასნოდარი), სებასტიან ლარსონი (ჰალ სიტი), ალბინ ეკდალი (ჰამბურგი), ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი), ჯიმი დურმაზი (ტულუზა), გუსტავ სვენსონი (სიეტლი), ოსკარ ჰილიემარკი (ჯენოა), მარკუს როდენი (კროტონე).

თავდამსხმელები: მარკუს ბერგი (ალ აინი), ოლა ტოივონენი (ტულუზა), ჯონ გუიდეტი (ალავესი), ისააკ კისე თელინი (ბევერენი).

P.S. სხვა გუნდების შემადგენლობები ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები