Thumbnail

29 ივლისს ნიუ იორკში ბრუკლინის ბარკლაის ცენტრში  NBA-ის მორიგი დრაფტი გაიმართება. იმათ შორის, რომელთაგანაც 60 კალათბურთელს NBA-ს კლუბები შეარჩევენ, ორი ქართველიცაა - სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი) და გიორგი ბეჟანიშვილი (ილინოისი). 

გუშინ სანდრო მამუკელაშვილმა შარლოტ ჰორნეტსის მიწვევით ამ კლუბში ივარჯიშა. როგორც ჩანს, NBA-ს ეს გუნდი სერიოზულად არის დაინტერესებული ქართველი კალათბურთელით. შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი დრაფტზე 2020 წელს დადგა, თუმცა მის დაწყებამდე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა და სეტონ ჰოლში კიდევ ერთი სეზონი გაატარა, რომელიც მის კარიერაში საუკეთესო გამოდგა. 

კომენტარები

ბოლო ამბები