Thumbnail

რუსული პრემიერ-ლიგიდან გავარდნილმა ვოლგოგრადის როტორმა დღეს 4 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, რომელთაგანაც ორი ქართველია: მცველი ილია ბერიაშვილი და თავდამსხმელი ბექა ქავთარაძე. 

ილია ბერიაშვილი 22 წლის მცველია, რომელიც აქამდე თელავში თამაშობდა. მან შარშან გაიარა სინჯები როტორში, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა. ბექა ქავთარაძე 21 წლის ფორვარდია, რომელიც დინამო თბილისის აკადემიაში აღიაზარდა. თებერვლიდან ქავთარაძე ნიჟნი ნოვგოროდში თამაშობდა, რომლის რიგებშიც 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო სეზონში საბა კვერკველია, გიორგი არაბიძე და ზურიკო დავითაშვილიც იცავდნენ, თუმცა მათ იჯარა დაუსრულდათ და კარიერას სხვაგან გააგრძელებენ. ასევე როტორის ღირსებას იცავს ნიკოლაი ყიფიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები