Thumbnail

იპონი დამატებითში - შერაზადიშვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია!

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ბუდაპეშტში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90 კგ) უზბეკ დავლათ ბობონოვს შეხვდა. ძირითად დროში ნიკოლოზს ორი შიდო ჰქონდა, ბობონოვს - ერთი. დამატებით დროში უზბეკმა მე-2 შიდო მიიღო. მე-2 დამატებით წუთზე კი შერაზადიშვილმა იპონით დაამარცხა მეტოქე და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 

25 წლის ძიუდოისტი პირველად 2018 წელს ბაქოში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მაშინ ის პირველი ესპანელი ძიუდოისტი გახდა ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. 

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში ნიკოლოზმა ეფექტური იპონით დაამარცხა იაპონელი კენტა ნაგასავა. ამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ბექა ღვინიაშვილი ასპარეზობდა. ქართველი ძიუდოისტი სირილ გროსკრაუსთან (შვეიცარია) აკრძალული ილეთის გამოყენებისთვის ტურნირიდან მოხსნეს. 

11 ივნისს ბუდაპეშტში ტატამიზე საქართველოს სახელით ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ) და ილია სულამანიძე (-100 კგ) გავლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები