Thumbnail

უეფამ გამოძიება შეაჩერა - რეალი, ბარსა და იუვე სანქციებს დროებით გადაურჩნენ

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (უეფა) შეაჩერა დისციპლინალური საქმის წარმოება ესპანური რეალისა და ბარსელონას, ასევე იტალიური იუვენტუსის წინააღმდეგ, რომელიც სუპერლიგის დაარსებას ეხება. საქმის წარმოებასთან დაკავშრებით საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მოგვიანებით გამოცხადდება. 

"უეფას ესმის, რატომ არის საჭრო საქმის დისციპლინარული წარმოების დროებით შეჩერება, მაგრამ დარწმუნებულია თავის სიმართლეში და გააგრძელებს საკუთარი პოზციის დაცვას ყველა შესაბამის იურისდიქციაში. უეფა მოქმედებდა არა მხოლოდ თავისი წესდებისა და რეგლამენტის თანახმად, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და შვეიცარიის კანონმდებლობის შესაბამისად. უეფა გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა უეფას სააპელაციო ორგანოს ჰქონდეს შესაძლებლობა, რაც შეიძლეა სწრაფად განაახლოს დისციპლინარული გამოძიება", - ნათქვამია უეფას განცხადებაში..

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს სუპერლიგის შექმნის შესახებ ინგლისურმა მანჩესტერ იუნაიტედმა, მანჩესტერ სიტიმ, ტოტენჰემმა, ლივერპულმა, ჩელსიმ და არსენალმა, ესპანურმა ბარსელონამ, ატლეტიკო და რეალმა, იტალიურმა მილანმა, ინტერმა და იუვენტუსმა გამოაცხადეს. გულშემატკივრების პროტესტისა და ფიფასა და უეფას მხრიდან სანქციებთან დაკავშირებული მუქარის შედეგად, პროექტის დატოვება მხოლოდ რეალმა, ბარსელონამ და იუვენტუსმა გადაიფიქრეს. დანარჩენ 9 კლუბთან მიმართებაში უეფა მცირე სასჯელით შემოიფარგლა.

ევროპის სუპერლიგა 12 კლუბმა უეფას გვერდის ავლით დააფუძნა

"ურჩი" კლუბების წინააღმდეგ საქმე 25 მაისს, გამოძიების შედეგად აღიძრა, რომელიც ეთიკისა და დისციპლინარული საკითხების ინსპექტორებმა ჩაატარეს. გადაწყვეტილებას საფუძვლად ასევე დაედო უეფას ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შესაძლო დარღვევა. 

7 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვეიცარიის იუსტიციის სამინისტრომ უეფას სუპერლიგის დამფუძნებელი კლუბებისთვის სანქციების დაკისრება აუკრძალა იქამდე, სანამ ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები