Thumbnail
  • ბარსელონა 112:69 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინი: 8 ქულა, 4 მოხსნა

ესპანეთის ACB ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გიორგი შერმადინის ტენერიფე ბარსელონას ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 69:112.

ACB ლიგის წლევანდელი სეზონი საუკეთესო კალათბურთელი (MVP) სასტარტო ხუთეულში იყო, ისევე, როგორც მთელ გუნდს, თამაში არც ქართველ ცენტრს წაუვიდა. 17:53 წუთში მან 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა, მან 2-ჯერ დაკარგა ბურთი. გამარჯვებულთა რიგებში ნიკოლა მიროტიჩმა სულ რაღაც 18 წუთში 21 ქულა ჩააგდო. 

1/2 ფინალის მეორე მატჩი კანარის კუნძულებზე 9 ივნისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალურ სერიაში მადრიდის რეალი ვალენსიას 1:0-ს უგებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები