Thumbnail
  • მინი-ტურნირის ჩატარების უფლების სანაცვლოდ ესპანელები მილიონებს მიიღებენ
  • საუდის არაბეთმა ესპანეთის სუპერთასის მატჩს 2019/20 წლებში უკვე უმასპინძლა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ საუდის არაბეთთან შეთანხმების გახანაგრძლივების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ამ სახელმწიფოს ესპანეთის სუპერთასის მატჩის ჩატარების უფლებას ანიჭებს.

უწინდელი შეთანხმების მიხედვით, ესპანეთის სუპერთასის მატჩი საუდის არაბეთში 2026 წლის ჩათვლით უნდა გამართულიყო, ახლა კი ვადა 2029 წლამდე განისაზღვრა. ამ ხნის განმავლობაში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია 240-იდან 320 მილიონამდე ევროს მიიღებს. ტურნირის შეხვედრები იანვრის მეორე ან მესამე კვირაში უნდა გაიმართოს.

ესპანეთის სუპერთასი 2019/20 წლების სეზონიდან "ოთხთა ფინალის" ფორმატით ტარდება. მინი-ტურნირში ესპანეთის თასის მფლობელი და ფინალისტი, ქვეყნის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი მონაწილეობენ. 

2020 წელს ესპანეთის სუპერთასს საუდის არაბეთის ქალაქმა ჯიდამ უმასპინძლა

ესპანეთის სუპერთასის ბოლო გამარჯვებული ბილბაოს ატლეტიკია. 2021 წლის 17 იანვარს ჩატარებულ შეხვედრაში ბილბაომ ბარსელონა ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ამ გათამაშების მატჩები, კორონავირუსის გამო, ესპანეთში ტარდებოდა. 2020-ში კი ესპანეთის სუპერთასს სწორედ საუდის არაბეთმა უმასპინძლა. 

ესპანეთის სუპერთასის მომავალ გათამაშებში მონაწილეობას მადრიდის ატლეტიკო და რეალი, ბარსელონა და ბილბაო მიიღებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები