Thumbnail

ევროპის ვიცე-ჩემპიონობა და მოგებული გრან პრი - ქართველი სტრონგმენების წარმატება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • უკრაინაში უძლიერეს მამაკაცთა შორის 3 ტურნირი გაიმართა
  • საქართველოს ნაკრებმა ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა
  • ნაკრების კაპიტანმა ჭაბუკა ჭიღლაძემ ორი ინდივიდუალური შეჯიბრი მოიგო
  • ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge  

ქართველმა სტრონგმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში გამართულ სტრონგმენის სამ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საუკეთესო სტრონგმენებით დაკომპლექტებულმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ მასპინძელ უკრაინის ნაკრებს ჩამორჩა. ევროპის ვიცე-ჩემპიონების ტიტული ჭაბუკა ჭიღლაძემ, ლუკა ჩიკვილაძემ, ავთანდილ ყარმაზანაშვილმა და ვალიკო ფიფიამ დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ადგილზე საფრანგეთი გავიდა, მეოთხეზე კი - გერმანია.

მანამდე, ინდივიდუალურ შეჯიბრებებზე საქართველოს ჰიმნი ორჯერ გაჟღერდა და ამის მიზეზი ორივე შემთხვევაში ნაკრების კაპიტანი ჭაბუკა ჭიღლაძე გახლდათ. ქართველი მძიმეწონოსანი ჯერ ევროპის თასის პირველი ეტაპის აბსოლუტური გამარჯვებული გახდა, სადაც დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა გერმანელი, უკრაინელი, ფრანგი, დანიელი და ამერიკელი მოწინააღმდეგეები და პარალელურად, +105 კგ კატეგორიაში, უკრაინის გრან პრის ჩემპიონიც გახდა. ორივე შემთხვევაში მისი მთავარი მოწინააღმდეგეები გერმანელი სპორტსმენები, აიუბ მუჰამადი და კაი ერჰარდი იყვნენ.

ჭაბუკა ჭიღლაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ინდივიდუალური შეჯიბრებისთვის კარგად ვიყავი მომზადებული - იმდენად კარგად, რომ პირველი მოძრაობიდან დაწყებული ბოლო მოძრაობამდე, ყველაფერში პირველი ვიყავი. ფსიქოლოგიურად არ მქონია სტრესი, არც ფიზიკურად დავღლილვარ და ასე ვთქვათ, მეც და ჩემი მწვრთნელიც გამარჯვებას ველოდით. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. დავამტკიცე, რომ ეს დონე ჩემთვის უკვე დაბალია და მზად ვარ პროფესიონალებთან შერკინებისთვის.

გუნდური შეჯიბრება უკრაინაში იყო და ბუნებრივია, უკრაინამ საუკეთესო შემადგენლობა გამოიყვანა. გერმანიას და საფრანგეთს თავიდანვე გავუსწარით და ოთხივე მოძრაობაში უკრაინასთან ჭიდილი მოგვიწია. 1.5 ქულით წავაგეთ, საქართველოსგან ასეთ ძლიერ გამოსვლას არავინ ელოდა. უკრაინა დღეისთვის რეიტინგში პირველია და ძალიან ცოტა დაგვაკლდა მოსაგებად. ბიჭები ემოციით და მოტივაციით სავსენი დარჩნენ, ერთი სული აქვთ, ივარჯიშონ და უკეთესად მოემზადონ შემდეგი შეჯიბრებებისთვის. ამ ზაფხულს გერმანიაში გიგანტების შოუს ერთ-ერთი ეტაპი იქნება და შანსი მომცეს, რომ მონაწილეობა მივიღო. ეს შეჯიბრი ჩემს კარიერაში ბევრ რამეს გადაწყვეტს. ძალას არ დავზოგავ, ისე მოვემზადები, რომ შანსი ხელიდან არ გავუშვა".

უკრაინის ღია გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ხვიჩა მჭედლიშვილმა (90 კგ) და ლუკა ჩიკვილაძემ (+105 კგ). ასევე აღსანიშნავია ვალიკო ფიფიას (105 კგ) და ავთანდილ ყარმაზანაშვილის (+105 კგ) კარგი ასპარეზობა ძლიერი კონკურენციის პირობებში - მათ გამოსვლა მეოთხე და მეხუთე ადგილებზე დაასრულეს.

ავთანდილ ახვლედიანი (უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის გენერალური მდივანი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი)"შედეგებით კმაყოფილი ვარ. გუნდურ შეჯიბრებაში მეტიც შეიძლებოდა, ინდივიდუალურში კი ყველამ აიღო მედალი, ვისგანაც ამის მოლოდინი მქონდა. გუნდურში მეორე ადგილზე იმიტომ გავედით, რომ უკრაინისგან განსხვავებით, სათადარიგო სპორტსმენები არ გვყავდა. გარდა ამისა, ერთ-ერთი მიზეზია ეკიპირება, ე.წ „ფინკა“, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძირითადად ეს ორი მიზეზი იყო, რომ მძიმე წონაში მხოლოდ მე-2 ადგილზე გავედით. 2015 წელს გუნდური ევროპის ჩემპიონატი მოგებული გვაქვს და გვინდოდა, ეს შედეგი გაგვემეორებინა, მაგრამ მომავალში უფრო კარგად მოვემზადებით და გამარჯვებას მოვახერხებთ. უახლოესი შეჯიბრი, რაც გველოდება, მსოფლიოს და ევროპის არნოლდ კლასიკია. ევროპის სექტემბრის დასაწყისშია დაგეგმილი, ხოლო მსოფლიოსი - სექტემბრის ბოლოს."

⭕ უკრაინის ქალაქი მელიტოპოლი ბოლო დღეებში სთნორგმენის მექად გადაიქცა, სადაც ერთბაშად სამი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა და ჩვენმა ნაკრებმაც წარმატებით დაასრულა ასპარეზობა 💪🥇🇬🇪 ⭕ შეჯიბრების ბოლო დღეს ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ მასპინძელ უკრაინელებთან დათმო და მეორე ადგილი დაიკავა, ევროპის ვიცე-ჩემპიონების ტიტული ჩვენი ნაკრებიდან ჭაბუკა ჭიღლაძემ, ლუკა ჩიკვილაძემ, ავთანდილ ყარმაზანაშვილმა და ვალიკო ფიფიამ დაიმსახურეს 🥈☝🏆 ⭕ ორი დღით ადრე გამართულ ინდივიდუალურ შეჯიბრებაზე კი საქართველოს ჰიმნი ორჯერ გაჟღერდა და ორივეჯერ მისი ავტორი ნაკრების კაპიტანი ჭაბუკა ჭიღლაძე გახლდათ, ქართველი მძიმეწონოსანი ჯერ ევროპის თასის პირველი ეტაპის აბსოლუტური გამარჯვებული გახდა სადაც დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა გერმანელი, უკრაინელი, ფრანგი, დანიელი და ამერიკელი მოწინააღმდეგეები და პარალელურად +105 კგ კატეგორიაში უკრაინის გრან-პრის ჩემპიონიც გახდა 🇬🇪🥇🏆💪 ⭕ ბრინჯაოს მედლები უკრაინის ღია გრან-პრიზე 90 კგ კატეგორიაში ხვიჩა მჭედლიშვილმა და +105 კგ კატეგორიაში ლუკა ჩიკვილაძემ მოიპოვეს, აღსანიშნავია ვალიკო ფიფიას (105 კგ) და ავთანდილ ყარმაზანაშვილის (+105 კგ) კარგი ასპარეზობა ძლიერი კონკურენციის პირობებში მეოთხე და მეხუთე ადგილებზე დაასრულეს გამოსვლა 🥉🥉🇬🇪☝ 👉 სამშენებლო დეველოპერული კომპანია MEGA DEVELOPMENT 👉 europebet 👉 Vitamini.Ge • ვიტამინები და საკვებდანამატები 👉 ანაბეჭდი - Finger Print 👉 Orient Logic • ორიენტ ლოჯიკი 👉 თბილისის მერია / Tbilisi City Hall 👉 დუშეთის მუნიციპალიტეტი

Posted by Georgian Strongman & Power Fitness Federation on Monday, June 7, 2021


კომპანია ევროპაბეთსა და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წლის თებერვალში გაფორმდა. ევროპაბეთი სტრონგმენებს აქტიურად უჭერს მხარს და სპორტის ამ სახეობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები