Thumbnail
  • U17 საქართველო 2:1 აზერბაიჯანი
  • გუნდები 8 ივნისს კიდევ ერთხელ ითამაშებენ

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისში აზერბაიჯანელი თანატოლებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 2:1 მოიგო.

შეხვედრაში ანგარიში ლუკა პარკაძემ გახსნა, რომელმაც მის მიერვე მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა. მეორე გოლი საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზეა: გაბრიელ სიგუამ სხვაობა 70-ე წუთზე გაზარდა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს: 87-ე წუთზე სანად აღალაროვმა 11-მეტრიანი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს და აზერბაიჯანის 17-წლამდე ნაკრებები შემდეგ ამხანაგურ მატჩს, 8 ივნისს, ისევ თბილისში ჩაატარებენ.

აზერბაიჯანელებს პირველი გოლი ლუკა პარკაძემ გაუტანა
📷 | nakrebi.ge

U17 საქართველო 2:1 აზერბაიჯანი

გოლები: 1:0 პარკაძე (35. პენ), 2:0 სიგუა (70), 2:1 აღალაროვი (87. პენ).

საქართველო: კურტანიძე, გობეშია, ტაბატაძე, სადღობელაშვილი, ხარჩილავა, სიგუა, ციკოლია, პარკაძე (90. ლორთქიფანიძე), ყველაშვილი (63. ცეცხლაძე), ალიბეგაშვილი (63. გადილია), ფარცვანია (65. პარკინაშვილი).

კომენტარები

ბოლო ამბები