Thumbnail
  • ჩავიმ ბარსელონას უარი ორჯერ უთხრა
  • ახალი სეზონიდან გუნდის თავკაცი ისევ კუმანი იქნება

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას მთავარი მწვრთნელი 2021/22 წლების სეზონშიც რონლად კუმანი იქნება. ეს ლაპორტამ და თავად კუმანმაც დაადასტურეს და სხვა მწვრთნელებზე გავრცელებული ჭორები გააქარწყლეს.

სანამ ნიდერლანდელი სპეციალისტის ბარსელონაში დარჩენა დადასტურდებოდა, აქტიურად განიხილებოდა სხვადასხვა კანდიდატი. ერთ-ერთი კატალონიური გუნდის ლეგენდა ჩავი იყო, რომელიც ამჟამად ყატარული ალ სადის მთავარი მწვრთნელია.

ბარსელონას ყოფილ ნახევარმცველს გუნდის მთავარი მწვრთნელობა ორჯერ შესთავაზეს, თუმცა ესპანელმა ორივე შემთხვევაში უარი განაცხადა. ამის შესახებ ჩავიმ თავად ისაუბრა და განაცხადა, რომ ბარსასთვის უარის თქმა რთული იყო, თუმცა ეს სწორი გადაწყვეტილებად მიაჩნია.

"საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ბარსელონას უარი ორჯერ ვუთხარი, სხვადახხვა გარემოებების გამო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იყო, რადგან ბარსელონას გულშემატკივარი ვარ. თუმცა ორივე ჯერზე შესაფერისი დრო არ იყო", - განაცხადა ჩავიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები