Thumbnail

ფანების თავდასხმა ნეიმარზე - ბრაზილიელი ფორვარდი ტრავმას გადაურჩა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ-ისა და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი სამშობლოში ძალიან უყვართ
  • 29 წლის ფეხბურთელი პორტუ ალეგრიში ფანების გარემოცვაში აღმოჩნდა
  • ნეიმარმა გულშემატკივრებს თავი დაცვის დახმარებით დააღწია  

ბრაზილიის ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფორვარდს ნეიმარს თავს ეროვნული გუნდის ახალგაზრდა ფანატები დაესხნენ. ინციდენტი ბრაზილიის ქალაქ პორტუ ალეგრიში, 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლის მატჩის წინ მოხდა, რომელშიც ბრაზილია ეკვადორს უნდა დაუპირისპირდეს.

29 წლის თავდამსხმელი ბრაზილიის ნაკრების ფანების მთავარი კუმირია

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ავტობუსიდან ჩამოვიდა და სასტუმროსკენ მიემართებოდა. რამდენიმე ახალგაზრდა გულშემატკივარმა დაცვის ბარიერი გაარღვია და საყვარელ ფეხბურთელთან მიირბინა. ფანებს კუმირთან ჩახუტება სურდათ, მაგრამ ერთმანეთს ხელი შეუშალეს და ვარსკლავს ფეხებში ჩაუვარდნენ. 

ნეიმარმა წონასწორობა გაჭირვებით შიენარჩუნა, თუმცა თავდამსხმელების მიმართ აგრესია არ გამოუმჟღავნებია. მალევე დაცვის თანამშრომლებმა წესრიგის დამრღვევები შემთხვევის ადგილიდან გაარიდეს, ნეიმარმა კი სასტუმროსკენ გზა გააგრძელა.

პარი სენ-ჟერმენის 29 წლის თავდამსხმელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2010 წლიდან იცავს, რომლის მაისურით ჩატარებულ 103 შეხვედრაში 64 გატანილი გოლით გამოირჩა.  

ბრაზილიისა და ეკვადორის შეხვედრა 5 ივნისს გაიმართება. ტიტეს გუნდი მუნდიალის შესარჩევ ჯგუფს, 4 მატჩში მოპოვებული 12 ქულით ლიდერობს. ეკვადორს 9 ქულით მესამე ადგილი უკავია.

კომენტარები

ბოლო ამბები