Thumbnail

'ნამდვილ ქართულ სტილში თამაშობს' - საღინაძე PRO D2-ის ახალგაზრდულ სიმბოლურშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • MIDI OLYMPIQUE-მა ელიტის მე-2 დივიზიონის ახალგაზრდული XV გამოაქვეყნა
  • სიაში ერთი ქართველია - ორიაკის ლეგიონერი ბექა საღინაძე

ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა MIDI OLYMPIQUE-მა PRO D2 დივიზიონის 2020/21 წლების სეზონის ახალგაზრდა მოთამაშეთა სიმბოლური დაასახელა. 15-ეულში ერთი ქართველი ლეგიონერია "ბორჯღალოსანთა" ფლანკერი ბექა საღინაძე. ფრანგულმა გამოცემამ სიმბოლურში მხოლოდ ის მორაგბეები შეიყვანა, რომლებიც 25 წლამდე არიან ასაკით. "ჩვენ გთავაზობთ 15-ეულს, რომელთაც ამ სეზონში თავი გამოიჩინეს და რომელთა შესახებ უახლოეს წლებში გაცილებით მეტს შევიტყობთ". 

ბექა საღინაძის ორიაკმა ელიტის მე-2 დივიზიონში სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა. ეს ბოლო სეზონია ბექასთვის "სტად ჟან ალრიკზე", რადგან მან უკვე გააფორმა კონტრაქტი Top 14-ის ლიონთან, სადაც მომდევნო სამ სეზონს გაატარებს.

7. ბექა საღინაძე 
ორიაკი. 22 წლის
192 სმ; 108 კგ. საქართველო

კანტალურ კლუბში "ნამდვილ ქართულ" სტილში თამაშობს - ხისტი, ძლიერი, არ ერიდება ბოჭვებს. ამ სეზონში ორიაკში სასტარტოში 15 თამაში დაუგროვდა. ბოლოსკენ ცოტა თამაში დაუგროვდა, თუმცა ფლანკერმა 7-ჯერ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, რამაც საკლუბო პრაქტიკა შეუმცირა. ნაკრებში მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება. 
მისმა წარმატებულმა თამაშმა კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში ბექას ლიონთან კონტრაქტი მოუტანა, სადაც მომდევნო სეზონიდან ითამაშებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები