Thumbnail

'იმედგაცრუებულები ვართ' - ლიეტუვის რაგბის ნაკრებს არავინ დახვდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ლიეტუვის 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებს საქართველოს 7-კაცა ნაკრებთან ამხანაგური მატჩები უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ქართველი მორაგბეები კორონავირუსით დაინფიცირდნენ, რის გამოც შეხვედრების ჩატარება ვერ მოხერხდა.

ლიეტუველებს თბილისის აეროპორტში არავინ დახვდა და სასტუმროში დაბინავების შემდეგაც მათთან კომუნიკაცია საქართველოს რაგბის კავშირიდან არავის ჰქონდა.

"როცა ჩამოვფრინდით არავინ დაგხვდა, გვითხრეს, რომ გუნდში პრობლემები იყო და ვერ დაგვეხმარებოდნენ. მეტი არაფერი უთქვამთ, სულ ეს იყო. არ მინდა კიდევ ბევრი ცუდი რამე ვთქვა, მაგრამ ეს ძალიან უცნაური იყო და გაკვირვებული დავრჩი. ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ მომავალში ვითანამშრომლებთ. ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემულობა როგორც ლიეტუვის რაგბის კავშირისათვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. ჩვენ საქართველოში ჩამოვედით და ერთი პირიც კი არ გამოგვიყვეს, ვინც დაგვხვდებოდა. მადლობას ვუხდით კლუბებს, რომლებიც თავისი ინიციატივით დაგვეხმარნენ", - განაცხადა ტელეკომპანია "პირველთან" ლიეტუვის რაგბის კავშირის წარმომადგენელმა.

ლიეტუველმა მორაგბეებმა საქართველო დღეს დატოვეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. მათი უმეტესობა იმედგაცრუებული იყო, რადგანაც საქართველოში მაღალი დონის მატჩების ჩატარებასა და კლასის ამაღლებას გეგმავდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები