Thumbnail

'მესხის გარეშე როგორ იქნებოდა?' - ქართველი მორაგბის ლელო ფინალში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ენისეი 48:6 ლოკომოტივი
  • დავით მესხმა თავის გამოჩენა ამჯერადაც მოახერხა

კრასნოიარსკის ენისეის ქართველმა მორაგბე დავით მესხმა რუსეთის ჩემპიონატში მორიგი ლელო დადო. მან თავი ამჯერად ფინალის პირველ შეხვედრაში გამოიჩინა, რომელიც ქართველი გარემარბის გუნდმა პენზის ლოკომოტივს 48:6 მოუგო.

ენისეიმ მეტოქეს 6 ლელო დაუდო, მესხის კი რიგით მე-3 იყო. კრასნოიარსკელთა იერიში დერეფნიდან დაიწყო, ბურთი მარცხენა ფლანგიდან მარჯვენაზე ჩათამაშდა და დავითს ბურთის დამიწება არ გასჭირვებია.

“დავით მესხის ლელოს გარეშე როგორ იქნებოდა? არცერთი მატჩი არ სრულდება ისე, რომ ამ დიდებული ულვაშებისა და წვერის მქონე მორაგბემ ლელო ვერ დადოს. ამჯერად, მისი შეტევა ისეთი ლამაზი არ ყოფილა, როგორც კრასნი იართან, როდესაც 6 მორაგბე მოატყუა, თუმცა, მთავარი 5 ქულაა”, - განაცხადა მატჩის კომენტატორმა, რომელსაც მხედველობაში რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ მაშინ მესხმა კრასნი იარს ორ მატჩში 3 ლელო დაუდო.

მიხეილ გაჩეჩილაძე ლოკომოტივთან მატჩში

ცნობისთვის, დავითმა მიხეილ გაჩეჩილაძის მსგავსად, ენისეის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ქართველი მორაგბეების ნაკლებობა არც ლოკომოტივის რიგებში იგრძნობოდა. პირველივე წუთიდან გამოჩნდნენ მინდორზე გიორგი ჭყოიძე, ტარიელ დონაძე, ილია სპანდერაშვილი და ნიკა ცირეკიძე, ხოლო რევაზ ბროძელი შეცვლაზე ვიხილეთ.

ფინალის განმეორებითი მატჩი 30 მაისს ჩატარდება და ენისეის ჩემპიონობისთვის ისიც ეყოფა, თუკი, სტუმრად ნაკლები სხვაობით დამარცხდება.

კომენტარები

ბოლო ამბები