Thumbnail

'მცირე დეტალებია მოსაგვარებელი' - ლიოვს ნაკრებში ჰანსი ფლიკი შეცვლის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფლიკი ამბობს, რომ მცირე დეტალებია მოსაგვარებელი
  • 56 წლის გერმანელი, იოახიმ ლიოვს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩაანაცვლებს

მიუნხენის ბაიერნის უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი - ჰანსი ფლიკი შესაძლოა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნონ.

56 წლის ფლიკი, სავარაუდოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იოახიმ ლიოვს შეცვლის, რომელიც ნაკრებს ბოლო 15 წელია ხელმძღვანელობს.

"ყველამ იცის თუ რას ვგრძნობ მე ნაკრების მიმართ..." - ამბობს ფლიკი, რომელიც 2006-2014 წლებში, გერმანიის ნაკრებში ლიოვის თანაშემწედ მუშაობდა. "წვრილი საკითხებია მოსაგვარებელი. ისეთი არაფერი, მცირე დეტალები, რომლებიც თუ ორივე მხარისთვის კარგად გადაწყდა, განცხადებაც მალე გაკეთდება."

ფლიკი ბაიერნში ნიკო კოვაჩის თანაშემწე გახლდათ, ხოლო ხორვატის წასვლის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩააბარეს, რასაც მის მიერ, სეზონის ბოლოს მიუნხენურ გუნდთან ერთად მოგებული "ტრებლი" მოჰყვა.

კომენტარები

ბოლო ამბები