Thumbnail

'ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებდით' - კუმანი ბარსას მენეჯმენტით უკმაყოფილოა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ეიბართან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბოლო პერიოდში კლუბისგან ნდობას ვერ გრძნობდა და ამგვარი დამოკიდებულება არც მას და არც ფეხბურთელებს არ დაუმსახურებიათ.

"სეზონის ბოლო ნაწილში კლუბისგან ნდობას არ ვგრძნობდი. ვისაუბრებთ ჩვენს მომავალზე და მესმის, რომ ყველაფერი შედეგებით ფასდება, ისიც მესმის, რომ გამარჯვებისთვის ცვლილებები საჭიროა. ვფიქრობ, მწვრთნელისა და ფეხბურთელების მიმართ მეტი პატივისცემის გამოჩენაა საჭირო. ჩვენ არ ვიმსახურებდით ამგვარ მოპყრობას და ბევრი რამ სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. თუ მენეჯმენტს მიაჩნია, რომ მათ სხვა მწვრთნელი, ან სხვა ფეხბურთელები სჭირდებათ, ეს კარგია, მაგრამ ამის შესახებ კომუნიკაცია საჭიროა," - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ 2020/21 წლების სეზონი წარუმატებლად ჩაატარა, ლა ლიგაში ბოლო ტურის წინ მე-3 ადგილზეა და წინსვლის შესაძლებლობა აღარ აქვს, ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალში გამოეთიშა, ერთადერთი ტიტული კი, რომელიც მოიგო ესპანეთის თასია. ბარსა სეზონს ეიბართან მატჩით დაასრულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები