Thumbnail
  • ბარსელონასთვის ლა ლიგის ბოლო ტური ფაქტობრივად ფორმალობაა
  • კატალონიურ გრანდს მხოლოდ მესამე ადგილზე გასვლა შეუძლია
  • რონალდ კუმანის გადაწყვეტილებით, ლეო მესი ეიბართან არ ითამაშებს

ლიონელ მესი ეიბართან არ იქნება! მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაისვენებს.

კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან არგენტინელს დასვენება სჭირდება. 11 ივნისს კოპა ამერიკა იწყება და მესის სურს, რომ ტურნირის კარგ ფიზიკურ ფორმაში, დასვენებული შეხვდეს.

ეიბართან მატჩს ბარსელონასთვის ფაქტობრივად არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს - ბარსას მხოლოდ მესამე ადგილზე გასვლა შეუძლია, ჩემპიონობის შანსი კი წინა ტურში, სელტასთან მარცხით საბოლოოდ დაკარგა. მესის პარასკევის საწვრთნელ პროცესშიც არ მიუღია მონაწილეობა.

ლა ლიგის ბოლო ტურის მთავარი ინტრიგა მადრიდის ატლეტიკოს და რეალის მატჩებია. დიეგო სიმეონეს გუნდი “სამეფო კლუბს” 2 ქულით უსწრებს და ვალიადოლიდთან გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთის ჩემპიონი გახდება. ზიდანის გუნდი შინ ვილიარეალს ეთამაშება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები