Thumbnail
  • ინტერი 1:2 სასუოლო
  • ბენევენტო 1:0 ჯენოა

იტალიის სერია A-ს ბოლოსწინა ტურში ინტერმა სასუოლოს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. 

ანგარიში 25-ე წუთზე მატეო პოლიტანომ გახსნა საჯარიმო დარტყმით. 72-ე წუთზე დომენიკო ბერარდიმ კიდევ ერთხელ აიღო მილანელთა კარი. მე-80 წუთზე რაფინიამ ივან პერიშიჩის პასით ერთი გაქვითა. 
ინტერი 69 ქულით მეხუთე ადგილზე დარჩა და ორი ქულით ჩამორჩება ლაციოს, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს გამართული. 

თუ კვირას ლაციო კროტონეს დაამარცხებს, ინტერი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება. თუ არადა ყველაფერს ამ ორი კლუბის შეხვედრა გადაწყვეტს ბოლო ტურში "ოლიმპიკოზე".

შეხლა-შემოხლა მოედანზე

ლუჩანო სპალეტი (ინტერის მწვრთნელი): "ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს და კარგად ითამაშეს. ამიტომაც ეს მარცხი კიდევ უფრო მწარე. ჩვენ ნამდვილად ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის დონის ფეხბურთი. რომ მოგვეგო, მხოლოდ ჩვენ თავზე ვიქნებოდით დამოკიდებულები. სამწუხაროა".

კომენტარები

ბოლო ამბები