Thumbnail

'აგრესიულად ითამაშა' - გრიგალავა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • გია გრიგალავამ სეზონი წითელი ბარათით დაასრულა
  • 31 წლის ფეხბურთელი უფასთან 52-ე წუთზე გააძევეს

ტულის არსენალის ქართველი მცველი გია გრიგალავა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. რუსეთის საფეხბურთო კავშირის საკონტროლო და სადისციპლინო კომიტეტის ხელმძღვანელმა არტურ გრიგორიანცმა გრიგალავას სანქციაზე კომენტარიც გააკეთა.

"გრიგალავა აგრესიული ქცევის გამო გააძევეს. მან მეტოქეს ფეხი ჩაარტყა ბურთისთვის ბრძოლის გარეშე. მისგან მართლაც იყო აგრესიული ქცევა და ეს აღიარა, ამიტომ, რუსეთის ჩემპიონატში 3 მატჩის გამოტოვება მოუწევს", - თქვა გრიგორიანცმა.

ქართველი ფეხბურთელი კვირას, უფასთან (1:2) მატჩში გააძევეს, როდესაც მეორე ტაიმის დასაწყისში იუხეშა და მოედნიდან გააძევეს. 31 წლის გრიგალავამ 2020/21 წლების სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 18 თამაში ჩაატარა. ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა ის არსენალში, რადგან კლუბთან კონტრაქტი ეწურება.

კომენტარები

ბოლო ამბები