Thumbnail

BioShock 4-ის პოტენციალი: Cloud Chamber-მა ტრილოგიის ფორმულა უნდა დაივიწყოს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • BioShock 4-ზე სტუდია  Cloud Chamber მუშაობს
  • ახალი BioShock-ს მეტი როლური ელემენტი და ახალი დიალოგის სისტემა სჭირდება
  • თამაში, სავარაუდოდ, ტრილოგიის გაგრძელება არ იქნება

პოპულარული როლური ჟანრის ფრენჩაიზი BioShock-ის მე-4 ნაწილზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. თამაშს ახალი სტუდია, Cloud Chamber ქმნის, რომელიც სპეციალურად ამ პროექტის განსახორციელებლად შეიქმნა. ფრენჩაიზიდან მისი ერთ-ერთი სულის ჩამდგმელის, კენ ლივაინის წასვლისა და BioShock Infinite-ის გამოსვლიდან 8 წლის შემდეგ, ფანებს საყვარელი ფრენჩაიზის გაგრძელების დიდი იმედი აღარ ჰქონდათ. თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ BioShock 4-ის დეველოპმენტი მიმდინარეობს. ცუდი ამბავი კი ისაა, რომ BioShock 4 ტრილოგიის გაგრძელება არ იქნება.

დავიწყოთ იმით, რომ ახალი თამაშის სახელი, სავარაუდოდ, BioShock 4 არ იქნება: შეგახსნებთ, რომ ფრენჩაიზის წინა ნაწილებს BioShock, BioShock 2, დაBioShock Infinite ჰქვიათ.  თუკი ავტორები თამაშის სახელის შერჩევისას Assassin's Creed-ის ან Fallout-ის ტრადიციას გააგრძელებენ, თამაშს BioShock 3 უნდა დაარქვან. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ სტუდია პროექტისთვის კონკრეტული სახელის მიწებებას ერიდება და მას ‘’BioShock-ის ფრენჩაიზის მომდევნო ნაწილად’’ მოიხსენიებს, შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ სრულიად ახალ თამაშ ვიხილავთ, ახალი გმირებითა და სამყაროთი.

BioShock Infinite-ში ელისაბეტისგან ვიგებთ, რომ თამაშში პარალელური სამყაროები არსებობს. გოგონა ამბობს: ‘’ყველგან არის შუქურა. ყველგან არის გმირი და ქალაქი, რომელსაც ის სჭირდება.’’ შეგახსენებთ, რომ BioShock 1 და BioShock Infinite ერთი და იგივე მოვლენების განვითარებას ასახავს, თუმცა სხვადასხვა სამყაროებში. პირველში ვეცნობით ქალაქ Rapture-ს, მეორეში კი Columbia-ს. პირველის გმირი ჯეკია, მეორის კი ბუქერ დეუიტი. Infinite-ის ერთ-ერთ რელიზს ორნაწილიანი DLC Burial at Sea მოჰყვება, რომელშიც მოთამაშეს Rapture-ში დაბრუნება შეუძლია. ამიტომ, Cloud Chamber-ს შეუძლია ეს ფაქტი კარგად გამოიყენოს და სრულიად ახალი სამყარო შემოგვთავაზოს, რომელიც ტრილოგიის ჩარჩოებში მოქცეული არ იქნება.

თუ ახალი სამყაროს შექმნას არ გადაწყვეტს და ტრილოგიის გაგრძელებას შეეცდება, სტუდია რამდენიმე პრობლემას წააწყდება: როგორც უკვე აღვნიშნეთ, BioShock-ის თამაშში აუცილებლად უნდა იყოს, სამი ფაქტორი: შუქურა, გმირი და ქალაქი. თუ სიუჟეტი ისევ ამ ფორმულის გამოყენებით შეიქმნება, ის ორიგინალური ვერ იქნება და BioShock-ის ან BioShock Infinite-ის ‘რიმეიქი’ გამოვა. ამას გარდა, მოთამაშეებს ექნებათ იმის მოლოდინი, რომ ელისაბეტს ან ტყუპ ლუტეცებს ისევ იხილავენ. არადა, ამ პერსონაჟების ისტორია უკვე საკმარისად განვითარებულია. სწორედ ამიტომ, საჭიროა  Cloud Chamber-მა წარსული უკან მოიტოვოს და სრულიად განსხვავებული სიუჟეტი შემოგვთავაზოს.

ტრილოგიის ფორმულაზე უარის თქმა, განსხვავებული მოლოდინის შექმნასაც გულისხმობს. ფრენჩაიზის ფანებს, კარგა ხანია, ღია სამყარო და ე.წ. ‘გაშლილი’ დიალოგის სისტემა სურთ, რომელშიც მთავარი პერსონაჟის მიერ გაკეთებული არჩევანი ისტორიას შეცვლის. ასევე, საჭიროა თამაშს დაემატოს მეტი როლური ელემენტი. რაც, იოლი ნამდვილად არ არის. მოახერხებს თუ არა Cloud Chamber მოთამაშეთა იმედების გამართლებასა და ტრილოგიისგან განსხვავებული და, ამავე დროს, იგივე ხარისხის ან უკეთესი თამაშის შექმნას, ამას დრო გვიჩვენებს.

ახალი BioShock-ის გამოსვლის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები