- გრენობლი 47:22 ოიონა
- ბექა გიგაშვილის გრენობლი TOP 14-ში დაბრუნდა
- ირაკლი მირცხულავას ოიონა PRO D2-ში დაქვეითდა
ახალ სეზონში TOP 14-ს ორი ახალი კლუბი ეყოლება. PRO D2-დან პერპინიანმა და გრენობლმა მოახერხეს საფრანგეთის უმაღლეს სარაგბო დივიზიონში დაწინაურება. ერთი კვირით ადრე,პერპინიანმა გრენობლს მოუგო, დამარცხებულ კლუბს TOP 14-ის მე-13 ადგილოსანთან მოუწია დაპირისპირება. გადამწყვეტ შეხვედრაში ბექა გიგაშვილის გრენობლი ირაკლი მირცხულავას ოიონას შეხვდა და 47:22 დაამარცხა.
გიგაშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია. მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 61 წუთი გაატარა მინდორზე.
გრენობლმა უმაღლეს ლიგაში ასვლა მოახერხა. ოიონა კი ახალი სეზონიდან უმაღლესში დაბრუნებას ეცდება.
კომენტარები