Thumbnail

კვიპროსის თასის ფინალში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა დამატებით დროში 2:1 დაამარცხა ოლიმპიაკოსი და ქვეყნის თასს 14-წლიანი პაუზის მერე დაეუფლა. გამარჯვების გოლი 110-ე წუთზე გიორგი ქვილითაიას ანგარიშზეა.

ანორთოსისმა კვიპროსის თასი მე-11-ედ მოიგო

ოთხივე ქართველი სასტარტოში იყო, 120 წუთი გიორგი ლორიამ, გიორგი ქვილითაიამ და თორნიკე ოქრიაშვილმა ითამაშეს, ბუბა დაუშვილი ქეცბაიამ 46-ე წუთზე გამოცვალა, ოთხივემ მიიღო ყვითელი ბარათი. 

ანორთოსისი მე-11-ედ გახდა თასის მფლობელი, მეათედაც ის თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით გახდა ტიტულის მფლობელი, თუმცა ეს 14 წლის წინათ იყო. ერთი წლის მერე გუნდი ჩემპიონი გახდა, ამის მერე 13 წელია, რაც ანორთოსისს ტიტული არ მოუპოვებია და ეს ცუდი სერია ისევ ქეცბაიამ შეწყვიტა. 

გოლის ეპიზოდი კითხვის ნიშნებს იწვევს, თუმცა ფაქტია, ყველა კვიპროსულმა წყარომ გოლის ავტორად გიორგი ქვილითაია გამოაცხადა.

📺 ანორთოსისის გამარჯვების გოლი 110-ე წუთზე

ანორთოსისი 2:1 ოლიმპიაკოსი

გოლები: 1:0 არტიმატასი (59), 1:1 სარფო (61), 2:1 ქვილითაია (110)

კომენტარები

ბოლო ამბები