Thumbnail

ტილემანსის სუპერგოლით! ლესტერმა ჩელსის აჯობა და ინგლისის თასი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლესტერმა FA CUP ისტორიაში პირველად მოიგო
  • ინგლისურ კლუბს ქვეყნის ყველა დიდი ტიტული მოგებული აქვს

ტომას ტუხელის ჩელსიმ FA CUP-ის ფინალში ლესტერთან ითამაშა და 0:1 წააგო. ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ლონდონელებს კარგი რეპეტიციის საშუალება ჰქონდათ და ტიტულის მოგება ვერ შეძლეს.

ბრენდან როჯერსის გუნდმა შეხვედრა იური ტილემანსის საოცარი გოლით მოიგო. ბელგიელმა 63-ე წუთზე ბრწყინვალედ დაარტყა და კეპა უშანსოდ დატოვა. ლესტერმა ანგარიში შეინარჩუნა და ამ შედეგით უკვე ქვეყნის ყველა დიდი ტიტული მოგებული აქვს: ინგლისის პრემიერლიგა, ლიგის თასი, FA CUP და ქვეყნის სუპერთასი.

ეს გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ სამ დღეში ითამაშებენ. ისინი ერთმანეთს პრემიერლიგის ეგიდით გასამართ მატჩში შეხვდებიან, სადაც სიტუაცია ასევე დაძაბულია. გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და 3 ქულის მოპოვება ლიგის საგზურის განაღდებას ნიშნავს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები