Thumbnail

ყველაფერი რაც Battlefield 6-ზე ვიცით: იქნება თუ არა თამაშში უფასო მულტიფლეიერი?

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • EA-მ ტვიტერზე დაწერა, რომ თამაშის თრეილერს ივნისში ვიხილავთ
  • თამაშზე დეველოპერული სტუდია Dice მუშაობს, რომელიც Battlefield 5-ის ავტორია
  • თამაში, სავარაუდოდ, 2021 წლის საშობაო სეზონზე გამოვა

ფრენჩაიზ Battlefield-ს მე-6 ნაწილზე, EA უკვე კარგა ხანია მუშაობს. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ თამაშის შესახებ სიახლეებს ივნისში უნდა ველოდოთ. 

ფანებს კარგად ახსოვთ, რომ Battlefield 5-ს საკმაოდ ცუდი შეფასება მოჰყვა და სტუდია Dice-ს, რომელსაც EA-მ თამაშის მეხუთე ნაწილი შეუკვეთა, საკუთარი თავის დამტკიცება მე-6 ნაწილში მოუწევდა. სმარტფონებისათვის განკუთვნილი Battlefield-ის პირველი პრეზენტაციისას, Dice-ის მთავარმა მენეჯერმა, ოსკარ გაბრიელსონა განაცხადა, რომ Battlefield 6-ზე მუშაობა სტუდიისთვის ‘სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი’ იყო და მასში დიდ ძალისხმევას ჩადებდნენ.

სანამ თამაშის თრეილერს ვიხილავთ, შევაჯამოთ, თუ რა ვიცით Battlefield 6-ის შესახებ.

ინტერნეტში გავრცელებული Battlefield 6-ის 'სქრინშოთები'

როდის გამოვა თამაში?

Battlefield-ის სავარაუდო გამოსვლის თარიღი 2021 წლის დასასრულია, უფრო ზუსტად კი ოქტომბერ-ნოემბერი, თუმცა არაა გამორიცხული, მისმა რელიზმა დაიგვიანოს. EA-მ აღნიშნა, რომ თამაშის ახალი თაობის კონსოლებზე მორგებას და ‘ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების მაქსიმალურ ათვისებას’ აპირებს. იმის გათვალისწინებით, რომ PS5-სა და Xbox Series X-ის რელიზი ნამდვილად არ ყოფილა უპრობლემო და თავად კონსოლების ავტორებსაც ბევრი აქვთ სამუშაო საიმისოდ, რომ დაპირებული ხარისხი შესთავაზონ მომხმარებელს.

რა სიაახლეებს უნდა ველოდოთ?

EA-ს მიხედვით, ახალ Battlefield-ში ბრძოლები უფრო მასშტაბური იქნება, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამას ყოველ თამაშში გვპირდებიან.  გასულ წელს, EA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდრიუ ვილსონმა განაცხადა, რომ შემდეგი Battlefield ‘აქამდე არ ნახული მასშტაბისა’ იქნებოდა. თუმცა მას არ დაუზუსტებია ამაში რუკის გადიდებას გულისხმობდა თუ თითოეულ მატჩში მოთამაშეების რაოდენობის გაზრდას (შეგახსნებთ, რომ ამჟამად მატჩში მოთამაშეთა რაოდენობა 64-ია, თუმცა ინტერნეტში რამდენჯერმე გავრცელდა ხმები რომ EA ამ რაოდენობის გაორმაგებას აპირებდა) 

ინტერნეტში გავრცელებული Battlefield 6-ის 'სქრინშოთები'

ვინ მუშაობს თამაშზე?

Battlefield -ზე შვედური დეველოპერული სტუდია Dice მუშაობს, რომელიც Battlefield 5-ის ავტორია. ინტერნეტში გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თამაშზე ასევე მუშაობს Dice-ის ლოს ანჯელესის ოფისი. თუმცა, კომპანია Respawn-ის თანა-დამფუძნებელმა და Dice LA-ს ხელმძღვანელმა ვინს ზამპელიამ, რომლის პორტფოლიოშიც შედის თამაშები Honor: Allied Assault და პირველი Call of Duty, განაცხადამ რომ მისი სურვილია, ‘სტუდია დამოუკიდებლად გაიზარდოს და საკუთარი პროექტები განახორციელოს’ რაც ეწინააღდეგება იმ აზრს, რომ Dice LA Battlefield-ის თანა-ავტორობას აპირებს. შესაძლოა, ისინი არა Battlefield 6-ზე, არამედ ამ ფრენჩაიზის კიდევ ერთ, დამოუკიდებელ თამაშზე მუშაობდნენ.

რაც შეეხება შვედურ სტუდიას: მას სათავეში ოსკარ გაბრიელსონი უდგას, რომელმაც ეს თანამდებობა 2016 წელს ჩაიბარა, თუმცა, სხვადასხვა მნიშვნელოვან მენეჯერულ როლებს 2012 წლიდან ასრულებდა Dice-ში და, Battlefield 5-ის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა. გაბრიელსონმა Battlefield 6-ზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:

‘’თამაში, ამ დროისათვის, მშვენივრად გამოიყურება. ჩვენი გუნდის წევრები თავდაუზოგავად შრომობენ და, გასულ წელს, პანდემიისა და სხვა შემაფერხებელი ფაქტორების მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ სახლიდან მუშაობა Battlefield-ზე. მას სულ მალე იხილავთ.’’

ინტერნეტში გავრცელებული Battlefield 6-ის 'სქრინშოთები'

რა ეღირება თამაში? რომელ პლატფორმებზე იქნება?

მიუხედავად იმისა, რომ Battlefield-ის ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ მომხდარა, ქწ მაისს გავრცელებული დოკუმენტი, რომელშიც EA-ის 2021 წლის გეგმებია შეჯამებული, თამაშის გაყიდვაში ჩაშვების თარიღად 2021 წლის ‘სადღესასწაულო სეზონს’ ასახელებს, რაც ნოემბერ-დეკემბერს ნიშნავს. ცნობილია, რომ თამაში როგორც ძველი, ისევე ახალი თაობის კონსოლებზე იქნება ხელმისაწვდომი. ასევე გაგახარებთ და გეტყვით, რომ თამაშში ინტეგრირებული იქნება პლატფორმათაშორისი თამაში (cross-platform). 

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მას შემდეგ, რაც Activision-ის თამაში Call of Duty: Cold War-ის გაყიდვებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და უფასო მულტიფლეიერმა Warzone-მ მოთამაშეების რაოდენობით ბევრად გადაუსწრო 60 დოლარიან თამაშს, შესაძლოა, EA-იც განიხილავდეს Battleflied-ის უფასო ონლაინ მულტიფლეიერად ქცევას. იმაში, რომ უფასო მულტიფლეიერები მომგებიანი ბიზნეს მოდელია, მათ Apex Legends-ისგან მიღებული გამოცდილებაც არწმუნებთ. შესაბამისად, ნამდვილად არ არის გამორიცხული, Battlefield 6-ის ბეთლ როიალის ნაწილი უფასო იყოს. თუმცა, ე.წ. ‘კამპანიის’ ნაწილზე ამას ვერ ვიტყვით. 

კომენტარები

ბოლო ამბები