Thumbnail

'ამოცანა გვირთულდება' - პეპი მომავალ სეზონში სიტის მთავარ კონკურენტებზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინგლისის ჩემპიონების მთავარი მწვრთელი უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობს
  • 50 წლის ესპანელი სპეციალისტის თქმით, ამოცანა წლიდან წლამდე რთულდება

ხოსეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტისთან ერთად ინგლისის პრემიერლიგა წელს მესამედ მოიგო. 50 წლის სპეციალისტის გუნდმა ინგლისის ჩემპიონობა 36-ე ტურში, მას შემდეგ გაინაღდა, რაც მთავარმა და ერთადერთმა მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედმა შინ ლესტერთად წააგო. 

ხოსეპ გვარდიოლასთვის სეზონი ჯერ არ დასრულებულა (სიტის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის ჩელსისთან), თუმცა ესპანელი მწვრთნელი პრემიერლიგის მომავალ სეზონზე უკვე ფიქრობს და გარკვეულ პროგნოზსაც აკეთებს. პეპმა ის გუნდები ჩამოთვალა, რომლებისგანაც კონკურენციას ყველაზე მეტად მოელის.

"ყოველ სეზონში ვიბრძვით მწვერვალების დასაპყრობად. ჩვენი მიზანი მომავალ სეზონშიც იგივე იქნება, მაგრამ ვგრძნობ, რომ ამოცანა წლიდან წლამდე გვირთულდება - ძლიერდებიან მეტოქეებიც და მათი მწვრთნელებიც.

იუნაიტედი ყოველთვის ძლიერია, ლივერპული დაუბრუნდება იმ დონეს, რომელიც წინა სეზონებში ჰქონდა. მათ მცველების ტრავმების გამო არ გაუმართლათ. მომავალ სეზონში წინსვლა ექნებათ ჩელსისა და ლესტერს. იმავეს ველით არსენალისგან, თკი მიკელ არტეტას ნდობა ექნებათ.

შეხედეთ, ამ სეზონში რა კარგი იყო ვესტ ჰემი. სამწუხაროდ, მათ ბოლო მატჩებში მოგება ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ რაისის გარეშე თამაშობდნენ, ანტონიო კი ტრავმირებული ჰყავდათ. ასე რომ, ძლიერი კლუბები საკმაოდ ბევრია. 

არაერთ ბრწყინვალე მეტოქესთან გვიწევს ბრძოლა და ჩვენი მიღწევაც ამიტომაა ფასეული.19 დეკემბრიდან 7 მარტამდე პერიოდში ყველა თამაში მოვიგეთ და შედეგად დასახულ მიზანს მივაღწიეთ”, - ამბობს გვარდიოლა.

პეპი სიტისთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებასთანაც ახლოსაა

ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის 2016 წლიდან წვრთნის და გუნდს სამი საჩემპიონო ტიტული გარდა, თითოჯერ ინგლისის თასი და სუპერთასი, სამჯერ კი ლიგის თასი მოაგებინა. მანამდე სპეციალისტი ბარსელონასა და მიუნხენის ბაიერნს წვრთნიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები