Thumbnail

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეორედ მოიგო - მან მეტოქე დოჰიოდან გაიყვანა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა იაპონელი კაგაიაკი დაამარცხა
  • ტოჩინოშინის მაჩვენებელი 2 გამარჯვება და 4 წაგებაა

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ზედიზედ განცდილი 3 მარცხის შემდეგ, გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა მცირედით გაიუმჯობესა.

ტოჩინოშინი, რომელიც საგაზაფხულო ბაშოს აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს, დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კაგაიაკის გაეჯიბრა და იორიკირით სძლია. ქართველმა სუმოისტმა 26 წლის იაპონელი მიწას რამდენჯერმე მოსწყვიტა, ბოლის კი მისი დოჰიოდან გაყვანაც მოახერხა. საინტერესოა, რომ ტოჩინოშინი კაგაიაკის ურთიერთშეხვედრებში 7:1-ს უგებს.

ნაცუ ბაშოზე ქართველი სეკიტორის მაჩვენებელი 2 მოგება და 4 მარცხია, ამდენად, ცხადია, რომ მას მთავარი ორთაბრძოლები ჯერაც წინ ელის. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა, 30 წლის იაპონელი ენდო იქნება, რომელთანაც ლევანს დაპირისპირების დიდი ისტორია გააჩნია და ამ დროისთვის მცირე უპირატესობა გააჩნია – 9 გამარჯვება, 7 წაგება.

კომენტარები

ბოლო ამბები