Thumbnail

მანემ კლოპს ხელი არ ჩამოართვა - ლივერპულის მთავარი მწვრთნელის კომენტარი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის ფორვარდი მწვრთნელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა
  • სენეგალელმა მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩის შემდეგ კლოპს ხელი არ ჩამოართვა
  • გერმანელმა სპეციალისტმა მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა

მანჩესტერში, "ოლდ ტრაფორდზე", პრემიერლიგის 34-ე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მანჩესტერ იუნაიტედმა ლივერპული მიიღო და ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

მანჩესტერთან დუბლით რობერტო ფირმინო გამოირჩა

თამაშის დასრულების შემდეგ, მერსისაიდელთა თავდამსხმელმა სადიო მანემ იურგენ კლოპისთვის ხელის ჩამორთმევა არ ისურვა. ლივერპულის მთავარ მწვრთნელს სენეგალელისკენ გაწვდილი ხელი ჰაერში დარჩა. როგორც ჩანს, მანე უკმაყოფილო იყო გერმანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, რომელმაც ის მოედანზე მხოლოდ 74-ე წუთიდან შეუშვა.

იურგენ კლოპმა სადიო მანესთან კონფლიქტზე კომენტარი მოგვიანებით გააკეთა:

"პრობლემა არაა. გუშინ ვარჯიშზე გვიან მივიღე სასტარტოში დიოგო ჟოტას დაყენების გადაწყვეტილება. ბიჭები მიჩვეულები არიან, რომ ყოველთვის ყველაფერს ვუხსნი, მაგრამ ამჯერად ამის დრო არ იყო. სულ ეს არის. ყველაფერი რიგზეა", - აქვეყნებს კლოპის სიტყვებს ბრიტანული მედია.

მანჩესტერ იუნაიტედს პრემიერლიგაში ჩატარებულ 36 მატჩში 70 ქულა აქვს, ცხრილში მეორეა და ჩემპიონთა ლიგის საგზური გარანტირებული აქვს. ლივერპული 60 ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა კლოპის გუნდს ერთი მატჩი თადარიგში აქვს.

სადიო მანემ ლივერპულის ღირსება პრემიერლიგის 32 მატჩში დაიცვა, საიდანაც 28 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. სენეგალელის ანგარიშზე 9 გოლი და 5 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები