Thumbnail

ნიუ ჯერსის სეტონ ჰოლის კოლეჯმა კურსდამთავრებულების რიგით 49-ე გამოსამშვიდობებელი საღამო მოაწყო. ამ წვეულებაზე გამოცხადდა, რომ კოლეჯმა წლის მამაკაც ათლეტად სეტონ ჰოლის საკალათბურთო გუნდის ყოფილი ლიდერი სანდრო მამუკელაშვილი დაასახელა. საუნივერსიტეტო აღიარებამდე იყო მამუკელაშვილის რამდენიმე ინდივიდუალური პრიზი: ქართველი ფორვარდი BIG EAST-ის კონფერენციის წლით მოთამაშედ დასახელდა და ის გახდა ნიუ იორკის მეტროპოლიის წლის საუკეთესო კალათბურთელი. სანდრო NCAA-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშის 30 კანდიდატს შორის იყო, ხოლო საუკეთესო მძიმე ფორვარდის პოზიციაზე (კარლ მელოუნის პრიზი) ფინალურ ხუთეულში გავიდა. ის ასევე მოხვდა Associated Press-ის ტრადიციული All-America-ს საპატიო სიაში. 

NCAA-ს ვარსკვლავები მაიამიში ემზადებიან და ერთობიან

21 წლის მამუკელაშვილი სეტონ ჰოლის კოლეჯს და NCAA-ს დაემშვიდობა და ის NBA-ს დრაფტზე დადგა. სანდრომ უკვე აიყვანა აგენტი (სააგენტოexcel basketball), რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველმა ფორვარდმა კოლეჯში დაბრუნების შანსზე საბოლოოდ თქვა უარი. 

მამუკელაშვილი დრაფტზე დამდგარ რამდენიმე ვარსკვლავთან ერთად მაიამიში ემზადება. მათ შორის არიან გიორგი ბეჟანიშვილის თანაგუნდელი აიო დოსუნმუ, რატი ანდრონიკაშვილის გუნდელი მარკუს ზეგაროვსკი, ტრეი მერფი და სხვები. 

შეგახსენებთ, რომ NBA-ს დრაფტი 29 ივლისს ბრუკლინის "ბარკლაის ცენტრში" გაიმართება. მედია ვარაუდობეს, რომ მამუკელაშვილს NBA-ს რომელიმე კლუბი დრაფტის  მე-2 წრის ბოლოსკენ აირჩევს.

📺 სანდრო მამუკელაშვილი მაიამის ვორქაუთზე 

კომენტარები

ბოლო ამბები