Thumbnail

ესპანეთში IJF-ის ტურის საერთაშორისო შეკრებაზე, რომელშიც ესპანეთის ნაკრების ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი (2018 წ) ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90 კგ) მონაწილეობს, საქართველოს ნაკრების წევრებიც იმყოფებიან. 

შერაზადიშვილის მიწვევით, ესპანეთში შეკრებაზე იმყოფება საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი (100), რომელმაც წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე ესპანურ შეკრებაზე არიან მსოფლიოს ჩემპიონი (2019 წ) ლუხუმ ჩხვიმიანი (60), რომელიც ტრავმის მერე ტრიუმფით დაბრუნდა და ყაზანის სლემი მოიგო და ევროპის 3-გზის ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (90).

შეგახსენებთ, რომ ლიპარტელიანი შერაზადიშვილის მიწვევით 2020 წლის იანვარშიც იყო ესპანეთში, ქართველი ძიუდოისტი ესპანეთის ნაკრების ძიუდოისტებს ვარჯიშებზე ეხმარებოდა. 

6-13 ივნისს ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, როგორც ინდივიდუალურში, ასევე გუნდურში. უნგრეთში 109 ქვეყნის 567 ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.   

კომენტარები

ბოლო ამბები