Thumbnail

'გვაინტერესებს, კლუბი რას აპირებს' - ლაუტარო ინტერს ელოდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ინტერში ფინანსური კრიზისია და გეგმები უცნობია
  • ლაუტარო მარტინესს მსურველები არ აკლია

მილანის ინტერში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ლაუტარო მარტინესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით, მოლოდინის რეჟიმშია. როგორც არგენტინელი შემტევის აგენტმა ალეხანდრო კამანომ თქვა, მათ სურთ, რომ ჯერ გაიგონ კლუბის სამომავლო გეგმები და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ.

"ახლა აზრი არ აქვს დაპირებას და პროგნოზის გაკეთებას. ჯერ გვინდა გავიგოთ, რა მომავალი ელოდება კლუბს. ამ დროისთვის ხელმძღვანელობას არ შევხვედრივარ. ვფიქრობ, რომ შეხვედრა სეზონის დასრულების შემდეგ შედგება. ამ ეტაპზე კონტრაქტის განახლებაზე საუბარი შეჩერებულია და მოლოდინის რეჟიმშია. თუმცა, ჩვენ არცერთ სხვა კლუბსაც არ ვესაუბრებით. ლაუტარო ინტერის ფებურთელის და ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ის მილანში ბედნიერია და ახლახან სკუდეტო მოიგო", - თქვა კამანომ.

ლაუტაროს მადრიდის რეალი იწვევს

შეგახსენებთ, რომ ლაუტარო მარტინესი ინტერმა 2017 წელს რასინგიდან შეიძინა და მას მერე არგენტინელმა შემტევმა "ნერაძურის" მაისურით 130 თამაშში 48 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში 46 მატჩში თავი 18-ჯერ გამოიჩინა.

23 წლის ფეხბურთელს ბოლო პერიოდში მადრიდის რეალს უკავშირებენ, ინტერში კი სერიოზული ფინანსური პრობლემებია და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა გუნდის წამყვანი მოთამაშეების ნაწილის შენარჩუნებას.

კომენტარები

ბოლო ამბები