Thumbnail

ესპანური ბარსელონას არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი კონტრაქტის გაგრძელებისკან იხრება, თუმცა, გარკვეული დეტალები აფიქრებს და საბოლოო პასუხის გაცემას ამერიკის თასის დასრულების შემდეგ აპირებს.

Sport.es-ის ინფორმაციით, ლეომ აღნიშნული ვადა იმის გამო აიღო, რომ კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობასთან რამდენიმე ნიუანსი დააზუსტოს. არგენტინელ ვარსკვლავს პირველ რიგში ის აინტერესებს მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი ვინ იქნება, ასევე, რომელი ფეხბურთელები დარჩებიან და რომელი წავლენ.

არსებობს ფინანსური მხარეც, რომელიც ასევე ძალიან ადარდებს ბარსელონას პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას. ახლა, ბარსაში აუდიტი მიმდინარეობს, რომელიც კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ნათელ სურათს წარმოადგენს. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, ბარსელონას მესისთვის რა პირობების წარდგენა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის არგენტინელ ვარსკვლავს მთელი კარიერა ბარსაში აქვს გატარებული, მის მოქმედ კონტრაქტს კი ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. მოახლოებული კოპა ამერიკა სწორედ არგენტინასა და კოლუმბიაში 11 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები