Thumbnail

'ვეცდები, დავარწმუნო' - კრიშტიანო რონალდოს დედა სპორტინგში აბრუნებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრიშტიანო რონალდო შესაძლოა სპორტინგში გადავიდეს
  • 36 წლის CR7 მომავალი იუვენტუსში გაურკვეველია

კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა მომდევნო სეზონში ლისაბონის სპორტინგში ითამაშოს. პორტუგალიელი ფეხბურთელის დედამ, დოლორეს ავეირომ განაცხადა, რომ ეცდება, შვილი მომავალი სეზონისთვის ლისაბონურ გუნდში დაბრუნებაზე დაარწმუნოს.

"დაველაპარაკები და დავარწმუნებ, რომ დაბრუნდეს. მომდევნო წელს ის "ჟოზე ალვალადეზე" ითამაშებს. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ სპორტინგი ჩემპიონი გახდა და ახლა ვეცდები, კრიშტიანო დავარწმუნო", - თქვა დოლორესმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ბოლო ხანებში ხშირად საუბრობენ იტალიიდან მისი წასვლის შესაძლებლობაზე. ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს თუ ვერ მოიპოვებს, ამის ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება.

რონალდოს მშობიურ კლუბში დაბრუნებაზე საუბარი გახშირდა

ლისაბონის სპორტინგმა 19-წლიანი პაუზის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონობა მოახერხა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშიც გარანტირებული აქვს. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანომ სოციალური ქსელით მშობლიურ კლუბს ჩემპიონობა მიულოცა. 36 წლის რონალდოს სპორტინგის მთავარ გუნდში 31 თამაში აქვს ჩატარებული და 5 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები